teleponi

სასტუმროში სულ 6 ნომერია:
ლუქსი;
1 ნახევრად ლუქსი
4 სტანდარტული ნომერი 2–3 ადგილიანი
ასევე გააჩნია ცალკე განთავსებული ნომერი 2–4 ადამიანზე
და ახალი ნომერი – ლუქსი, განთავსებული სხვა შენობაში

ოთახის აღჭურვილობა:
უწყვეტი ცივი და ცხელი წყალი ,
ინდივიდუალური აბაზანა,
ტელევიზორი,
ინტერნეტი,
ტელეფონი,
კაბელური პროგრამები.
ლუქსში – ჯაკუზი.

მომსახურება შეკვეთით:

დახვედრა – გაცილება, საუზმე.

ინგლისურმა ჟურნალმა Daily Mail–იმ მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც სასტუმროებში უფასო მომსახურებას ეხება. გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს, გამოეთქვათ მოსაზრება 415 სერვისის შესახებ, რომელთა მიღებაც ოტელებშია შესაძლებელი.

შედეგად, რეიტინგის მესამე ადგილი დაიკავა პარკინგმა, მეორე – დილის საუზმემ, სიის ლიდერი კი ინტერნეტზე წვდომა გახდა: გამოკითხულთა 31%–სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი Wi-Fi–ა.

კერძოდ, სასტუმროების კლიენტებს სურთ საინფორმაციო საიტებით სარგებლობა, ელექტრონული ფოსტის შემოწმება და Facebook–ზე შესვლა.

რეიტინგის ასეთი განლაგება მოულოდნელი არ ყოფილა: ბოლო პერიოდში იშვიათია ტურისტი, რომელიც მოგზაურობაში სმარტფონის ან ნოუთბუქის გარეშე მიდის.

გარდა ინტერნეტისა, ტურისტებმა მოსახერხებელი მატრასები და ფიტნეს–კლუბით უფასო სარგებლობაც მოითხოვს.