signagi

სასტუმრო “სოლომონი 1805” გაიხსნა 2010 წლის 28 დეკემბერს. სახელწოდება მიენიჭა დიდი ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის საპატივსაცემოდ, რომელიც წარმოშობით სიღნაღიდან გახლდათ. სასტუმროს გააჩნია რესტორანი, საზაფხულო კაფე-ტერასა, ტრადიციული ქართული მარანი და საკონფერენციო დარბაზი. მისამართი:Qქალაქი სიღნაღი დ.აღმაშენებლის მოედანი #1.

• 9 ორადგილიანი სტანდარტული

• 1 ორი საწოლით

• 1 საოჯახო ტიპის ნომერი (საოჯახო სუიტი)
• 1 ლუქსი (ლაკშერი სუიტი)

• 1 საპრეზიდენტო აპარტამენტი (საპრეზიდენტო სუიტი)

გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.

ოთახები აღჭურვილია უფასო საკაბელო ინტერნეტით, ტელეფონით, სატელიტური სატელევიზიო არხებით, მინი-ბარით, სეიფით, თმის საშრობით და მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული.

მომსახურება – 24 საათი

თითოეული ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე
სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 60-80 ადამიანზე, სადაც შესაძლებელია შედგეს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეხვედრები, სემინარები თუ კონფერენციები თუ ივენთები.

სასტუმროს რესტორანი: ქართულ-ტრადიციული და ევროპული სამზარეულო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში 8 სექტემბერს სიღნაღში „საზამთროს ფესტივალი  გაიმართება. ღონისძიება სიღნაღის ცენტრში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ღონისძიების პროგრამას, მთელი დღის განმავლობაში დააგემოვნონ საზამთრო, საზამთროს ფრეში და მურაბა, ასევე თამაშებში მონაწილეობის მსურველები გაივლიან რეგისტრაციას საინფორმაციო დაფასთან და შეარჩევენ თამაშებს.