scena

მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მაყურებელს სეზონის მეოთხე პრემიერა წარუდგინა.

ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის პიესა ”ჩემი ქალები და ქალიშვილი”, მესხეთის სცენაზე რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა.

ერთმოქმედებიან დრამაში მთავარ როლს მესხეთის თეატრის მსახიობი ლაშა ბუტულაშვილი ასრულებს.

მომდევნო პრემიერა, 11 სექტემბერსაა დაგეგმილი. ეს იქნება ერთმოქმედებიანი კლოუნადა, მხიარული კომედია ადამიანთა ურთიერთობებზე.

ბათუმი დღეს ლაზური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ხასან ჰელიმიშის ხსოვნას მიეძღვნება. ლაზური მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალში ქართველი და თურქი მომღერლები და ანსამბლები მონაწილეობენ. ღონისძიება ანბანის კოშკთან მოწყობილ სცენაზე გაიმართება.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, საოცრებათა მოედანზე ხასან ჰელიმიშის ნახატების ფოტორეპროდუქციების გამოფენა გაიმართება; წარმოდგენილი იქნება ის ნამუშევრები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

საოცრებათა მოედანზე სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. კონცერტი 21.00 საათზე დაიწყება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “Open Air” გაიმართება 11–12 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მუსიკალური ბენდები:  String , Smile, Exit,  Ketrine  & Me, Me and My Monkey, Mutual Friends, Pornopoesia, The forest, U, Z for Zuzu, კორკოტაშვილი სალომე, Herr Styler, Moodorama,  Nice Sharp Pencils, the Fades, Wallace Vanborn.   „Open Air“  ფესტივალი პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან დიდი გამოხმაურება და საერთაშორსო რეზონანსი გამოიწვია. იპოდრომზე საგანგებოდ საფესტივალო ქალაქი, დიდი სცენა და  აპარატურა დამონტაჟდება.