sartuli

სასტუმრო ”მერი” მდებარეობს სანაპიროს 1 ზოლზე, ზღვიდან 40 მეტრის დაშორებით. აქ თქვენ გელით თანამედროვედ მოწყობილი, კომფორტული 21 სასტუმრო ნომერი ზღვისა და ტყის ხედით.

ყველა ნომერში: აბაზანა – ტუალეტი, საკაბელო ტელევიზია, აივანი.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია სასადილო დარბაზი სადაც მოგემსახურებიან 3 ჯერადი კვებით. ხოლო ნომრები განლაგებულია 2, 3 და 4 სართულებზე.

აგრეთვე, სასტუმროს ტერიტორიაზე, მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობს მაღაზია სადაც შეძლებთ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენას.

ფასები:
1 სტუმარი 40 ლარი სამჯერადი კვებით.
* 10 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოლაპარაკების საფუძველზე.

სასტუმრო “შაინი” გახლავთ თანამედროვე ტიპის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, ა.შ.შ-ს საელჩოსთან ახლოს, აეროპორტიდან 25 წუთის სავალზე.

სასტუმრო განლაგებულია შვიდ სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, სხვადასხვა ტიპის 36 ნომერს. სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებებით, როგორიცაა ტელევიზორი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, მინი-ბარი, სააბაზანო ოთახი.

სასტუმრო “”შაინში”" არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 120 ადამიანზე. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე აუდიო-ვიდეო მოწყობილობით.

მეორე სართულზე მდებარეობს ბარ-რესტორანი, სადაც გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოთი.

სასტუმრო ‘’შაინის’’ საზაფხულო ტერასა და ლაუნჯ-ბარი იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული სამზარეულო, პროფესიონალი ბარმენის მიერ მორთმეული ორიგინალური კოქტეილები და გახადოთ თქვენი დასვენება დაუვიწყარი.

უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი, მუდამ მეგობრული პერსონალი, მყუდრო გარემო და რაც ყველაზე მთავარია განსაკუთრებულად დაბალი ფასები ქმნის ყველა პირობას თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმრო აშენებულია 2009 წელს, შენობა 5 სართულია, ლიფტით. სულ 17 ნომერია, მათგან 1 აპარტამენტი, 2 ლუქსი და ერთი ლუქსი – ახლად დაქორწინებულთათვის.
ერთი სართული მთლიანად დათმობილი აქვს სპა სალონს, საიდანაც დახურული გადასასვლელით მოხვდებით საცურაო აუზში
ყველა ნომერს აქვს ბალკონი ზღვის მხარეს, ოთახებში ცენტრალური კონდენცირებაა, ტელეფონი, LCD ტელევიზორი, ფენი, სეიფი, მინი ბარი,
დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, საუნებით, ბიბლიოთეკით. სამრეცხაოს მომსახურებით, რესტორნით, ფიზიოთერაპიული, ლაზეროთერაპიული, კოსმეტოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარებით – სპა პროცედურების მთელი კომპლექსით. ექსკურსიებით სხვადასხვა მარშრუტებზე.

სასტუმროს კომფორტულობა
სპა სასტუმრო „ვილა რეტა“ თავაზობს დამსვენებლებს შემდეგ მომსახურებას (მათგან უმეტესობას უფასოდ):
• ავსტოსადგომი (დაცვით)
• ბარი სასტუმროს მისაღებში
• ბარი პლაჟზე და აუზთან
• უფასო გაზეთები ჰოლში
• იზოლირებული ეზო
• ტრანსფერი აეროპორტში (დამატებით გადახდით)
• ინტერნეტი (უკაბელო)
• მზის დამცავი ზონტი და შეზლონგი
• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კონდენცირება
• საკონფერენციო დარბაზი (მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის)
• მასაჟის და საპროცედურო კაბინეტები
• მრავალენოვანი პერსონალი
• რესტორანი მისაწვდომ ფასებში
• სამრეცხაოს მომსახურება
• დანადგარები ფიტნესისათვის
• ნომრების მომსახურება (სადღეღამისო)
• სამკურნალო–გამაჯანსაღებელი სპა–ცენტრი
• რეგისტრაციისა და მომსახურების განყოფილება (სადღეღამისო)
• დაცვა
• საცურაო აუზი (დახურული) განსაზღვრულია ბავშვებისათვისაც
• ლიფტი
• დახმარება ექსკურსიებისა და მგზავრობების ორგანიზებაში
• რესტორანი სასტუმროს შენობაში
• საუნა
• სეიფი ძვირფასეულის შესანახად (რეცეფშენში)
• დაჩქარებული რეგისტრაცია მიღებისას
• დაჩქარებული რეგისტრაცია გამგზავრებისას
• ბანკეტების ორგანიზების შესაძლებლობა
• ბავშვების მოვლის სამსახური
• მთარგმნელის მომსახურება
• გამგაზავრების ვადა 12 სთ.
• რეგისტრაციის ვადა შემოსვლისას 15 სთ
აკრძალულია
• შინაური ცხოველების შემოყვანა
• თამბაქოს მოწევა შენობაში