qorwili

ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ჯიმ ჰალფენსმა ტურისტულ ბაზარზე ახალი მომსახურება გამოიტანა – მისი კომპანია „განქორწინების სასტუმრო“ (Divorce hotel) კლიენტებს სთავაზობს ოტელში დასახლებას და რამდენიმე დღეში განქორწინების გაფორმებას.

კომპანია ოჯახებს ჰოლანდიის საუკეთესო სასტუმროებში აბინავებს, სადაც მათ ადვოკატები ხვდებიან და პროცესის ყველა დეტალს უთანხმებენ, რაც წყვილებს დროის, ფულისა და ნერვების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

კლიენტებისადმი კომპანიას აუცილებელი მოთხოვნა აქვს – მხარეებს ერთმანეთში მშვიდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. თუკი მეუღლეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ან მუდმივად ჩხუბობენ, კომპანია მათ დახმარებაზე უარს ამბობს.

„განქორწინებების სასტუმროს“ მომსახურება 2500 ევრო ღირს. ბიზნესმენის გეგმებში შედის ფილიალების გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

ძვირფასო სტუმარო, მოგესალმებათ სასტუმრო “ძველი სიღნაღის” მომსახურე პერსონალი და გისურვებთ უფლის შეწევნით ჯანმრთელობასა და სიხარულს .
ჩვენს სასტუმროს მინიჭებული აქვს 3 ვარსკვლავი და შეესაბამება ძველებური ტიპის სასტუმროთა რიგს, სადაც შიდა დიზაინი სრულად აგებულია ძჯველ-ქართული ტრადიციით (აგური, ბუხარი, ფილა…).
სასტუმრო განლაგებულია შენობის მე-2-ე სართულზე , ხოლო თავად შეენობა ქალაქის ცენტრში.
პირველ სართულზე განლაგებულია ბარ-რესტორანი, საკომფერენციო და საქეიფო დარბაზები (50 და 300 კაცზე)
რესტორნის მომსახურება სასტუმროს სტუმრებისათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლებით.
სასტუმროს ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი სველი წერტი (ტუალეტი და აბაზანა),ინტერნეტი , ტელევიზორი სატელიტური ანტენით, ტელეფონი, ცენტრალური გათბობის სისტემა, კონდენციონერი.
აბაზანა : საბანაო და პირსაწმენდი პირსახოცები, ერთჯერადი საპონი და შამპუნი, ერთჯერადი ჩუსტი .
მომსახურება : ახალდაქორწინებულთათვის მოქმედებს განსაკუთრებული სერვისი.