pestivali

წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტიბეტის ავტონომიური რაიონი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას – 10 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდება. დარგის შემოსავლები, სავარაუდოდ, 1,89 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ტურიზმის წილი რეგიონის მშპ–ში კი 17%–მდე გაიზრდება.

ტურიზმი ტიბეტის ეკონომიკის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს: ამ სფეროში თითქმის 300 ათასი ადამიანია დასაქმებული. 2011 წელს ტურინდუსტრიამ 1,54 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 8,7 მილიონ ტურისტს მოემსახურა. თუმცა სტუმრების დიდი ნაწილი ტრადიციულად ჩინეთიდანაა. გასულ წელს ტიბეტს მხოლოდ 270 ათასი უცხოელი ესტუმრა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 18,5%–ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტიბეტში 7 მილიონი ადამიანი ჩავიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 25%–ით აღემატება.

მოგზაურებს ამ რეგიონში ბუდისტური და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები იზიდავს.

ტურისტული ნაკადის ზრდას ასევე განაპირობებს მასშტაბური სარეკლამო კამპანიები, სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნის ცერემონია დღეს, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალი თბილისის მერიის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების პროგრამა რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, ახმეტელის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის და სხვა თეატრებში იქნება წარმოდგენილი.

ასევე ფესტივალის ფარგლებში, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით „ვორქშოფი“ ჩატარდება

საქართველოში პირველად 6-9 სექტემბერს, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “INTER ART BATUMI 2012″ გაიმართება.

ფესტივალში, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, მონაწილეობას მიიღებს ქართველი და ევროპელი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები: მხატვრები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ქ.მარბელას ფლამენგოს ანსამბლი, საერთაშორისო სიმღერის ფესტივალის “REALITY STAR”ს გამარჯვებულები.
პროექტი “INTER ART BATUMI 2012″, ქალაქ ბათუმის მერიის , ანდალუზიის რეგიონში სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის, მარბელას მუნიციპალიტეტის, ანდალუზიის რეგიონში, ქართული კულტურის ცენტრის „ევრო ჯორჯია„ ( ესპანეთი), საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის „ინტერ არტ ჯორჯია„ ( საქართველო), მარბელას საერთაშორისო არტ ფესტივალის „არტმარბელა„ ( ესპანეთი), ესპანური ასოციაცია „ამიგოს დე ლა მუსიკა„, ესპანეთის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტი “INTER ART BATUMI 2012″ მიზნად ისახავს, ქართული და ესპანური კულტურის პოპულარიზაციას, ქართველ და ევროპელ ხელოვანთა ინტეგრირებას.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “Open Air” გაიმართება 11–12 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მუსიკალური ბენდები:  String , Smile, Exit,  Ketrine  & Me, Me and My Monkey, Mutual Friends, Pornopoesia, The forest, U, Z for Zuzu, კორკოტაშვილი სალომე, Herr Styler, Moodorama,  Nice Sharp Pencils, the Fades, Wallace Vanborn.   „Open Air“  ფესტივალი პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან დიდი გამოხმაურება და საერთაშორსო რეზონანსი გამოიწვია. იპოდრომზე საგანგებოდ საფესტივალო ქალაქი, დიდი სცენა და  აპარატურა დამონტაჟდება.