ministri

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში ტურიზმის განვითარების მიზნით 350 მილიონი შეკელი (დაახლოებით მილიარდ სამასი ათასი დოლარი) გამოიყოფა.

ისრაელის დედაქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების რენოვაციის გეგმა ითვალისწინებს ახალი პარკების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეგმა 6 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ასევე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისრაელის მიწის რესურსების სამმართველო მიწის ნაკვეთებს გამოათავისუფლებს, რათა პოლიციისა და ჯარის ვეტერანებისთვის საცხოვრებლები ააგოს.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები იერუსალიმში ინვესტიციების დაბანდების ტრადიციის გაგრძელებაა.

„ეს ინვესტიციები ფოკუსირებულია გლობალური ტურიზმის მოზიდვისკენ და ისრაელის დედაქალაქის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა პრემიერმა.