investicia

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში ტურიზმის განვითარების მიზნით 350 მილიონი შეკელი (დაახლოებით მილიარდ სამასი ათასი დოლარი) გამოიყოფა.

ისრაელის დედაქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების რენოვაციის გეგმა ითვალისწინებს ახალი პარკების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეგმა 6 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ასევე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისრაელის მიწის რესურსების სამმართველო მიწის ნაკვეთებს გამოათავისუფლებს, რათა პოლიციისა და ჯარის ვეტერანებისთვის საცხოვრებლები ააგოს.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები იერუსალიმში ინვესტიციების დაბანდების ტრადიციის გაგრძელებაა.

„ეს ინვესტიციები ფოკუსირებულია გლობალური ტურიზმის მოზიდვისკენ და ისრაელის დედაქალაქის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მუზეუმი Beatlemania, რომელიც ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრია, დაბალი მოთხოვნის გამო იხურება. მუზეუმი, რომელიც 2009 წლის მაისში გაიხსნა, დღემდე მხოლოდ 150 ათასმა დამთვალიერებელმა მოინახულა, მასში ჩადებულმა ინვესტიციებმა კი 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.

დაბალი პოპულარობა მუზეუმის დახურვის მთავარი მიზეზი გახდა – ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი არ ყოფნის.

კოლექცია, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და 1300 კვადრატულ მეტრს იკავებს, 1000-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც „დიდ ოთხეულს“ უკავშირდება. მუზეუმი The Beatles-ის შესახებ 1960-ანი წლებიდან მოგვითხრობს, როდესაც მუსიკოსები, ჯგუფის დაშლამდე, რეგულარულად გამოდიოდნენ ჰამბურგის კლუბებში.

შენობის პირველ სართულზე კაფე და მაღაზია მდებარეობს, სადაც ჯგუფის სუვენირებისა და სიმბოლიკის, ასევე მათი აუდიო და ვიდეოჩანაწერების შეძენაა შესაძლებელი.

ანაკლიაში ინდური ინვესტიციით 98 კოტეჯი გაიხსნება, მათ შორის 8 მდინარე ენგურზე განთავსდება.

კომპლექსის შუაგულში კეთდება “ლაგუნის” ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზი, ასევე უნიკალური სპა-ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები და საბავშვო მოედანი.

აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისთვის აშენდება კაზინო.

ანაკლიაში მსგავსი ტიპის მასშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას. ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ დოლარს შეადგენს.

ერთ თვეში, ანაკლიაში, ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
შესაბამისი ხელშეკრულება ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია.
პროექტის დიზაინი ინდოეთის წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შემუშავებული.
მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილია 54 სასტუმრო ოთახის მშენებლობა, ასევე აიგება 98 კოტეჯი – მათ შორის 8 მდინარე ენგურზე.
კომპლექსის შუაგულში კეთდება „ლაგუნის“ ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზები, ასევე უნიკალური სპა ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედანი.
აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისათვის, აშენდება კაზინო.
ანაკლიაში მსგავსი ტიპის მაშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას.