gartoba

სასტუმრო „ინტერნაციონალი XXI“ გახლავთ დელფინარიუმთან და ნურის ტბასთან ახლოს მდებარე 3 სართულიანი კომფორტული სასტუმრო, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის მომსახურებით, ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძებით და გამორჩეული ადგილმდებარეობით. სასტუმრო მდებარეობს ზ. გორგილაძის ქუჩის და ლერმონტოვის ქუჩის გადაკვეთაზე ქალაქის ცენტრში. ნურის ტბის შესასვლელთან. ზღვის სანაპიროდან 5 წუთის სავალზე. იქვეა ბათუმის ახალი ბულვარის ზოლი და ახლად აშენებული მრავალი გასართობი ობიექტი: რესტორნები, ბარები, კლუბები და ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები.

სასტუმროში განთავსებულია 10 სტანდარტული 2 ადგილიანი ოთახი. 7 ოთახი გაერთიანებული საწოლით, 3 ოთახი ცალკე საწოლებით, 1 ნახევრადლუქსი ოთახი , ამათგან 8 ოთახი არის აივნით.

ფასები სეზონზე 100 -150 ლარია დილის კვებით.ზამთრის ფასებია 60-80 დოლარი, დილის კვებით.

გვაქვს ოთახში საკვებით მომსახურება, მინიბარი, 24/24 სასტუმროს რესტორანი, სადაც შემოგთავაზებთ ქართულ-ევროპულ კერძებს. საკაბელო ტელეარხები, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი. კავშირი ადმინისტრაციასთან. დამატებით ფასიან მომსახურებაში შედის ვეტმფრენებით და მინი თვითმფრინავებით გაფრენა და მოგზაურობა აჭარაში, მფრინავი ბურთით გასეირნება, „დაივინგი“ (მოგზაურობა წყალქვეშ), თევზაობა, ნადირობა, ველოსიპედების გაქირავება, ექსკურსიები და ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროში „ინტერნაციონალი XXI“

სასტუმრო გაიხსნა 2011 წლის, აგვისტოში
სასტუმრო “ძველი ქალაქი” არის 3 ვარსკვლავიანი, მდებარეობს ბათუმის ცენტრში. ზღვის სანაპირო არის სასტუმროდან 10 წუთის სავალზე.
ეს თბილი და მეგობრული სასტუმრო ძალიან კომფორტულია ტურისტებისთვის. სასტუმროს აქვს ტერასა, ბარი და რესტორანი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის.
სასტუმრო “ძველი ქალაქის” მეგობრული და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან დააკმაყოფილონ მათი სტუმრების მოთხოვნები.

მომსახურება

1) რესტორანი “ძველი ქალაქი”
2) სამრეცხაო
3) ოთახის მომსახურება
4) საზაფხულო ტერასა
5) ბარი
6) უკაბელო ინტერნეტი
7) დაცვის სისტემა
8) მინი ბარი

ზაფხულის სეზონისათვის მზადება საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროებმა უკვე დაიწყეს, მიმდინარეობს განახლება-გალამაზების სამუშაოები. სასტუმროს მეპატრონეებს სურთ შარშადელთან შედარებით უფრო მომზადებულები დახვდნენ როგოც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელს, რათა მათი დასვენება უფრო საინტერესო და კომფორტული გახადონ. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სეზონზე ვიზიტორთა გაცილებით დიდი  ნაკადია ნავარაუდევი წინა წელთან  შედარებით. დასრულების სტადიაში არიან ახალი სასტუმროებიც, რომელნიც საქართველოს ამ ულამაზეს  საკურორტო ზონას უფრო გაალამაზებენ.  აგრეთვე  მზადების პროცესში არიან  საქართველოს სასტუმროები მთის კურორტებზე,  რომელნიც ზაფხულში, აგრეთვე მრავალ დამსვენებელს ელიან .