dzegli

სასტუმრო “შარდენ ვილა” მდებარეობს განახლებულ ისტორიულ შარდენის ქუჩაზე (ყოფილი სავაჭრო ქუჩა, რომელიც ქალაქს 1867 წლიდან ამშვენებს). გეოგრაფიულად თბილისის ცენტრი ზუსტად ამ ადგილს ემთხვევა.

სასტუმრო “შარდენ ვილა” მოიცავს 21 თანამედროვე, კეთილმოწყობილ ნომერს. კომუნიკაციის სრულყოფილი სისტემის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქთან დაკავშირება. ფუნქციონირებს Wi-Fi და საკაბელო ტელევიზია. ნებისმიერი ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრო და ვიდეო-აპარატურით, გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით, ელეგანტური ავეჯით.
სასტუმროს ყველა ნომერს აქვს განუმეორებელი სილამაზის მქონე ხედები ქალაქის ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების სახით.

-ფასების შესახებ:
- ერთადგილიანი ნომერი – 70$
- ორადგილიანი ნომერი – 120$
- ორადგილიანი ნომერი ( თწინ) – 130$
- ლუქს-ნომერი – 250$
- ნომრის ფასში შედის პერსონალური საუზმე ნომერში მიტანით.

სერვისი

სასტუმრო ”შარდენ ვილას” გააჩნია უმაღლესი დონის სერვისი:

ოთახების შესახებ:
კონდიციონერი
გათბობის სისტემა
ტელეფონი ნომრებში
უფასო ინტერნეტი (Wi-Fi)
სეიფი ნომრებში
მინი-ბარი ნომრებში
უცხოეთის სატელევიზიო არხები (150 არხი)
შხაპი
ფენი

მომსახურების შესახებ და სხვა:
საუზმე
დაცვა
მაღალი დონის უსაფრთხოება
ტაქსი სერვისი
ექსკურსიები ქალაქგარეთ ისტორიული ადგილების სანახავად
გიდი
თარჯიმანი
ბილეთების დაჯავშნა თბილისის ღონისძიებეზე
სამრეცხაო
ფაქსი
ლიფტი

თბილისის ცენტრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა – დედაქალაქში ისტორიული ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პუშკინის ქუჩაზე ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნისკენ ტურისტული ღია მუზეუმი შენდება. ადგილზე გაკეთდება ტურისტული სივრცე, აშენდება შენობებთან დამაკავშირებელი ხიდები, საფეხმავლო ბილიკები. ქვედა დონეზე კი ტურისტებისათვის ინტეგრირებული სივრცეც მოეწყობა.
შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობაც. ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ცალხმრივი გახდება მოძრაობა ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩებზეც და ეს მიმართულება რუსთაველის გამზირს მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს. ღია მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.