done

სასტუმრო “შაინი” გახლავთ თანამედროვე ტიპის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, ა.შ.შ-ს საელჩოსთან ახლოს, აეროპორტიდან 25 წუთის სავალზე.

სასტუმრო განლაგებულია შვიდ სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, სხვადასხვა ტიპის 36 ნომერს. სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებებით, როგორიცაა ტელევიზორი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, მინი-ბარი, სააბაზანო ოთახი.

სასტუმრო “”შაინში”" არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 120 ადამიანზე. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე აუდიო-ვიდეო მოწყობილობით.

მეორე სართულზე მდებარეობს ბარ-რესტორანი, სადაც გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოთი.

სასტუმრო ‘’შაინის’’ საზაფხულო ტერასა და ლაუნჯ-ბარი იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული სამზარეულო, პროფესიონალი ბარმენის მიერ მორთმეული ორიგინალური კოქტეილები და გახადოთ თქვენი დასვენება დაუვიწყარი.

უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი, მუდამ მეგობრული პერსონალი, მყუდრო გარემო და რაც ყველაზე მთავარია განსაკუთრებულად დაბალი ფასები ქმნის ყველა პირობას თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.