dacva

სასტუმრო Bazaleti Palace Hotel 2009 წლის დასაწყისში გაიხსნა. სასტუმრო კლასით ოთხვარსკვლავიანია და მიეკუთვნება ბიზნეს-სასტუმროთა კატეგორიას.
მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ორთაჭალაში

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო Bazaleti Palace Hotel ორსართულიანია, სადაც განლაგებულია კეთილმოწყობილი და კომფორტული 63 სასტუმრო ნომერი. მათ შორის არის, როგორც ერთსაწოლიანი (Single), ასევე (King Size) და ორსაწოლიანი (Twins) ნომრები. ნომრების საერთო ფართი დაახლოებით 20-25 კვადრატული მეტრია.
სასტუმროს თითოეულ ნომერშია:
• საწოლი (საწოლები) და ტუმბოები;
• სამუშაო მაგიდა და სკამები;
• კომოდი და გარდერობი;
• მისაღები ოთახის მოწყობილობა;
• მინი-ბარი;
• აბაზანა-საშხაპე და ტუალეტი;
• ტელეფონი;
• ტელევიზორი სატელიტური მაუწყებლობით;
• ინტერნეტის ქსელი; Wi-Fi

მომსახურება

სასტუმრო Bazaleti Palace Hotel კეთილმოწყობილი და კომფორტული სასტუმრო ნომრების გარდა სტუმრებს სთავაზობს:
* 24 საათიან ოთახის მომსახურებას;
• სათანადო ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბიზნეს-ცენტრს;
• ოთხ სხვადასხვა ტევადობის საკონფერენციო დარბაზს;
• ოთახს შეხვედრებისათვის;
• რესტორანს როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოთი;
• მყუდრო ბარს;
• სატრენაჟორო დარბაზს;
• პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახს;
• ავტოტრანსპორტით მომსახურებას;
• 24 საათიან დაცვას და რეცეფციას;
• საექსკურსიო მომსახურებას;
• სამრეცხაო, ქიმწმენდას;

ფასები

საკონფერენციო დარბაზი
დიდი საკონფერენციო დარბაზი (100 ადამიანი)
საშუალო საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანი)
შეხვედრების ოთახი (20 ადამიანი)
მიკროფონი, კალამი, ფურცელი, მინერალური წყალი, დაფა
დამატებითი მოწყობილობები: ეკრანი, პროექროტი, პრინტერი, ქსეროქსი, სკანერი.
ყავის შესვენება: სტანდარტული და welcome

სასტუმრო ნომრები ფასი
ერთადგილიანი ნომერი 120$
ორადგილიანი ნომერი 160$
ორადგილიანი ნომერი (suit) 180$
ფასში შედის საუზმე

სასტუმროთა ჯგუფმა „კემპინსკიმ,“ ასევე კომპანიებმა Marshfield Energy–მ და Stadtwerke Mainz–მა, სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის, კონსალტინგური კომპანია შექმნეს.

„კემპინსკი“ მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ენერგო–კომპანია მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიის საჭიროებისთვის შექმნა.

კომპანიის სახელწოდება KREEN იშიფრება როგორც Kempinski Renewable Energies – „განახლებადი ენერგიის წყაროები კემპინსკისგან.“

სასტუმროების მფლობელებსა და ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა, KREEN–ს განახლებადი ენერგიის სფეროდან კონსულტაციებისთვის, ასევე პროექტ–მენეჯმენტისა და დაგეგმარებისთვის მიმართონ.

ახალი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება პროექტები „კემპინსკის“ სასტუმროებისთვის, რათა შეიქმნას მკაფიო სტანდარტები გარემოს დაცვის სფეროში.

ახალი ოტელების გახსნის დროისთვის KREEN–ი მათ მფლობელებს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების სტანდარტების დანერგვაში, ასევე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციაში.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, მომავალში „კემპინსკის“ სასტუმროების მაღალი სტანდარტები გარემოს დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

„კემპინსკის“ ჯგუფის პრეზიდენტის რეტო ვიტვერის განცხადებით, გარემოს დაცვისადმი შეგნებული დამოკიდებულება არა მხოლოდ სოციალური და ეკოლოგიური მიდგომებიდან, არამედ ეკონომიური მოსაზრებებიდანაც გამომდინარეობს, რადგან KREEN–ი „კემპინსკის“ უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტორების თვალში.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, დაზოგოს ენერგოხარჯები.

თავდაპირველად KREEN–ის სერვისები ექსკლუზიურად „კემპინსკის“ ოტელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მის უფრო გრძელვადიან გეგმებში კი სხვა სასტუმრო ქსელების კონსულტირებაც შედის.