bulvari

კომფორტაბელური, მყუდრო, ოჯახური ტიპის სასტუმრო “ამირანი” მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მ. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, 50 მეტრის დაშორებით ზღვიდან, ბულვარსა და სამთავრობო დაწესებულებებისაგან. სასტუმრო განთავსებულია 3 სართულიან შენობაში, სადაც განლაგებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, მინი ეზო. სასტუმროში არის 8 ნომერი, აქედან 6 ლუქსის ტიპის და ორი ჩვეულებრივი. ყველა ნომერი აღჭურვილია აბაზანით, ტელევიზორით, ტელეფონითა და მინი-ბარებით. სასტუმროს ღირებულებაში შედის დილის საუზმე, ე.წ. “შვედური მაგიდა”, თქვენ აქ გელოდებათ უგემრიელესი, მრავალფეროვანი საუზმე შეჯერებული ქართული ტრადიციული და ევროპული კერძებით. მსურველს შეუძლია შეუვკეთოს 3-ჯერადი კვება, ასევე ნებისმიერი კერძი თუ ნამცხვარი. რესტორანი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში კერძებს მოგართმევენ ნომერშიც, რადგან ნომრების განლაგება და სიდიდე იძლევა საშუალებას მიირთვათ ნომერში და თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

სასტუმრო „ინტერნაციონალი XXI“ გახლავთ დელფინარიუმთან და ნურის ტბასთან ახლოს მდებარე 3 სართულიანი კომფორტული სასტუმრო, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის მომსახურებით, ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძებით და გამორჩეული ადგილმდებარეობით. სასტუმრო მდებარეობს ზ. გორგილაძის ქუჩის და ლერმონტოვის ქუჩის გადაკვეთაზე ქალაქის ცენტრში. ნურის ტბის შესასვლელთან. ზღვის სანაპიროდან 5 წუთის სავალზე. იქვეა ბათუმის ახალი ბულვარის ზოლი და ახლად აშენებული მრავალი გასართობი ობიექტი: რესტორნები, ბარები, კლუბები და ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები.

სასტუმროში განთავსებულია 10 სტანდარტული 2 ადგილიანი ოთახი. 7 ოთახი გაერთიანებული საწოლით, 3 ოთახი ცალკე საწოლებით, 1 ნახევრადლუქსი ოთახი , ამათგან 8 ოთახი არის აივნით.

ფასები სეზონზე 100 -150 ლარია დილის კვებით.ზამთრის ფასებია 60-80 დოლარი, დილის კვებით.

გვაქვს ოთახში საკვებით მომსახურება, მინიბარი, 24/24 სასტუმროს რესტორანი, სადაც შემოგთავაზებთ ქართულ-ევროპულ კერძებს. საკაბელო ტელეარხები, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი. კავშირი ადმინისტრაციასთან. დამატებით ფასიან მომსახურებაში შედის ვეტმფრენებით და მინი თვითმფრინავებით გაფრენა და მოგზაურობა აჭარაში, მფრინავი ბურთით გასეირნება, „დაივინგი“ (მოგზაურობა წყალქვეშ), თევზაობა, ნადირობა, ველოსიპედების გაქირავება, ექსკურსიები და ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროში „ინტერნაციონალი XXI“

ბათუმს წელიწადნახევარში ახალი სტადიონი ექნება, მშენებლობას ბათუმის ახალ ბულვარში ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
ახალი სტადიონი 35 ათასი მაყურებლისთვის იქნება გათვალისწინებული. ის ევროსტანდარტებს სრულად დააკამყოფილებს და ყველა სახის ტურნირის მასპინძლობას შეძლებს.
სტადიონის პროექტი ქართველ არქიტექტორს დავით გოგიჩაიშვილის ეკუთვნის. სწორედ მან დააპროექტა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიც.

ბათუმი და მისი ახალი ბულვარი, რომელსაც ყოველდღიურად ემატება ასობით როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტი და დამსვენებელი, 31 ივლისს ათასობით მაყურებელს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი თბილისური კლუბის ბამბარუმის ორგანიზებით გაიმართება ცნობილი დიჯეის მაია ქეის  უფასო კონცერტი. მაია ქეი მთელი სეზონის განმავლობაში კლუბის  დიჯეი იქნება და უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, ხოლო 30 ივლისს კლუბი ბამბარუმი ბათუმის ახალ ბულვარში მაია დარსმელიძისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება.