azia

სასტუმროთა ჯგუფმა Hyatt–მა Hyatt Summerfield Suites–ის 38 ოტელისა და 15 Hotel Sierrа–ს რებრენდინგის შესახებ განაცხადა. ისინი მუშაობას ახალი ბრენდის – Hyatt House–ის ქვეშ დაიწყებენ, რომელიც 2011 წლის ბოლოს ამუშავდა.

ახალი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება სასტუმრო სერვისის მიწოდებას მასში ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტურისთვის.

Hyatt House–ის სასტუმროებში მომხმარებელს სამი კატეგორიის აპარტამენტებს სთავაზობენ – სტუდიას მცირე სამზარეულოთი, სუიტებს ცალკე სამზარეულოთი და ერთი ან ორი საძინებლით, და ტრადიციულ ნომრებს სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, საძინებლითა და მისაღებით.

გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია დასვენების კომფორტული ზონა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე სტუმრებისთვის ღონისძიებები ტარდება. ამ დროს კლიენტებს ცხელ და ცივ საჭმელებს, ასევე ლუდსა და ღვინოს უფასოდ სთავაზობენ.

რებრენდინგის შედეგად, რომელიც 2012 წლის ბოლოს დასრულდება, Hyatt House–ი აშშ–ის 16 შტატში 53 ოტელი გაერთიანდება. გარდა ამისა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.

ივლისის შუა რიცხვებში ბერლინში, „ჩეკპოინტ ჩარლის“ ყოფილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახალი, ბერლინის კედლის ხედებიანი პანორამა გაიხსნება, რომელიც დეტალურად აღადგენს ქალაქის იმ პერიოდის სახეს, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს გადაულახავი ზღუდე ყოფდა.

პანორამა მხატვარმა და არქიტექტორმა იაგერდ აზიზიმ შექმნა. იგი 4 მეტრის სიმაღლეზე, 16-მეტრიან როტონდაზე განთავსდება, რომელიც გარედან რეზერვუარს მოგვაგონებს.

აზიზიმ თავის ახალ მუზეუმს Panometer-ი დაარქვა. მასში მაყურებლები ნახავენ კედლის ნაწილს ქალაქის ცენტრამდე და ბერლინის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე მოვლენების სცენებს. მხატვარმა შექმნა მოთამაშე ბავშვების ფიგურები, ბინების ფანჯრები, რომლებშიც ადამიანები ჩანან – ისინი გაზეთებს კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ.

ეს აზიზის მიერ შექმნილი პირველი წრიული მუზეუმი არ არის. 2009 წლის მარტში მხატვარმა ლეიფციგში „ამაზონია“ გახსნა, რომელიც 2012 წლის იანვრისთვის 830 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა. ამ პანორამისთვის მან ბრაზილიაში 25 ათასი ფოტო გადაიღო.

www. Myhotels.ge   ვებგვერდიდან  უკვე შერსაძლებელია  ოთახის  დაჯავშნა სასტუმროებში მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე. ფასთა შედარების უნიკალური სისტემა  თქვენს მიერ შერჩეულ რომელიმე სასტუმროში,  ერთიდაიმავე  გვერდზე  გთავაზობთ მსოფლიოს 50-ზე მეტი  ტურისტული  ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ   განსხვავებულ ფასებს. ჩვენი თანამედროვე სისტემა დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველ ფასად დაჯავშნოთ და შეიძინოთ ოთახი მსოფლიოს ნებისმიერ სასტუმროში.  ჩვენთან თავმოყრილია  200 ქვეყნის 2, 500, 000  სასტუმრო.  ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე.