avtori

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს კულტურის საკითხების კომისია ერევნის „გამარჯვების პარკში“ „ნოეს კიდობანის“ აგებას გეგმავს.

ობიექტი ბიბლიური კიდობანის აღწერილობის მიხედვით შეიქმნება. ტერიტორია, სადაც ობიექტის აგება იგეგმება, საკმაოდ მაღალ ადგილას მდებარეობს, საიდანაც სომხეთის დედაქალაქის ხედი იშლება და არარატის მთა მოსჩანს, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ახალ „კიდობანში“ პროექტის ავტორები ყველა მისი ბინადრის ზუსტ ორეულებს განათავსებენ, იქვე განთავსდება სხვადასხვა ხალხების კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მუზეუმი, გადასახედი მოედანი და სხვა ობიექტები.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ორიგინალური პროექტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სტიმული უნდა გახდეს.

დუბაიში ახალი ტურისტული ობიექტი Dubai Landmark-ი, იგივე Al Berwaz-ის კოშკი აშენდება. ახალი ნაგებობა რაიონ Zabeel Park-ში გამოჩნდება და მისი ღირებულება 32,7 მილიონი დოლარი იქნება. ავტორების ვარაუდით, ახალი საკულტო ტურისტული ობიექტი დამატებით 2 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.

მშენებლობის დაწყების ბრძანება მისმა აღმატებულებამ მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმმა, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა გასცეს.

პროექტის შემუშავებას და განხორციელებას დუბაის მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს. კოშკის სიმაღლე 150 მეტრი იქნება, სიგანე კი 105 მეტრი. მისი მშენებლობა 4 თვის შემდეგ დაიწყება და 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

იდეის ავტორების განცხადებით, კოშკი დუბაის მიმზიდველობას გააძლიერებს და ადგილობრივ და საერთაშორისო მენეჯერებს ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს. კონსტრუქციას თაღის ფორმა ექნება, რაც საემიროების განვითარების მაღალ სტანდარტებს გაუსვამს ხაზს. მას ძველი დუბაიდან ახალ დუბაიში გაჭრილი ფანჯრის ფუნქცია დაეკისრება. კოშკის საძირკველში განთავსდება მუზეუმი და ქალაქის ხედების ფოტოების გამოფენა.