aeroporti

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანაპირო” 2009 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს ბიზნესმენებისა და ტურისტებისათვის – სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლიდან 20 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრის, ხოლო აეროპორტიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

სასტუმროში 86 ნომერია – 6 ერთსაწოლიანი, 60 ორსაწოლიანი, 6 ნახევრად ლუქსი, 12 ლუქსი და 2 აპარტამენტი. ყველა ნომერი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს – თითოეულ ნომერში არის ტელევიზორი (საკაბელო), ტელეფონი, ინტერნეტი, მაცივარი, კონდიცირებისა და გათბობის სისტემა, ელექტრო და ტელეხესაწყოები, სველი წერტილები ცხელი წყლით, ინდივიდუალური აივანი ზღვის ხედით.

საუზმე შედის ნომრის ღირებულებაში.
ტურისტული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია ორჯერადი და სამჯერადი კვება (შეთანხმებით).
ნომრებში მომსახურება 24-საათიანია.
სასტუმროს გააჩნია ავტოსადგომი.
მომსახურების სახეები: მანქანა, გაღვიძება, სამრეცხაო, Room Service, Mini Bar.
სასტუმროში მოქმედებს ფიტნეს-კლუბი, საცურაო აუზი, საუნა, საბილიარდო, ფეხბურთის მინი სტადიონი და სხვა. სასტუმროს საკუთრებაშია ასევე დაცული, შემოღობილი სანაპირო ზოლი – პლაჟი.

 

“Diamond” სრულიად ახალი სასტუმრო თბილისში. კომფორტული აივნით, აბაზანა, შხაპი კაბინაში, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით და ყველაფერი რაც გჭირდებათ, მზად ვართ მოგესალმოთ ნებისმიერ დროს. ყველა ოთახს აქვს სველი წერტილები, ოთახები გაწყობილია თანამედროვე დიზაინით, სასტუმროს აქვს საკუთარი უნიკალური სტილი და ავეჯეულის უზრუნველყოფის არჩევანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

“Diamond”  სასტუმრო მდებარეობს მეტრო «300 არაგველი». 5 წუთში მანქანით შეგიძლიათ მიღწევა ცენტრალურ მოედანზე, რუსთაველის გამზ. და კოლორიტულ უბანში, ძველ თბილისში, რომელიც მდებარეობს სამეზობლოში.საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 15 წუთის სავალია მანქანა.
მომსახურება სასტუმროში:

Wi-Fi
24 საათიანი დაცვა
საკაბელო ტელევიზია
საუზმე
ტელეფონი, უფასო ადგილობრივი ზარები
ოთახი სამსახური
ცენტრალური გათბობა
სეიფი ადმინისტრატორთან
კონდიციონერი
ტაქსი და აეროპორტში დახვედრა
საშხაპე სალონში
ავია ბილეთების დაჯავშნა
ფენი

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სეულის Incheon-ი დასახელდა, რომელიც შარშან მხოლოდ მესამე იყო. რეიტინგს ბრიტანული კვლევითი კომპანია Skytrax-ი აქვეყნებს. გასული რეიტინგების ყველაზე ხშირი ლიდერი, ჰონგკონგის აეროპორტი კი მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილი სინგაპურმა შეინარჩუნა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ამსტერდამი, პეკინი, მიუნჰენი, ციურიხი, კუალა-ლუმპური, ვანკუვერი და ნაგოა.

აღმოსავლეთ ევროპის „საჰაერო კარიბჭეებს“ შორის პირველი ადგილი მოსკოვის დომოდედოვომ უკვე ზედიზედ მესამედ დაიკავა. მას ბუდაპეშტი და შერემეტიევო მოსდევენ.

შემდეგ მოდის ასტანა და ტალინი.

მომსახურების ხარისხის კვლევა ერთი წლის განმავლობაში, 12 მილიონზე მეტი მგზავრის გამოკითხვის შედეგად მიმდინარეობდა. მსოფლიოს 388 აეროპორტი 39 კრიტერიუმით ფასდებოდა.

სხვადასხვა კატეგორიაში სხვადასხვა გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მაგალითად, ნომინაციაში „საუკეთესო ტრანზიტული აეროპორტი“ და „გართობა აეროპორტში“ სინგაპურმა გაიმარჯვა, ტოკიოს Narita-ში კი პირველი აღმოჩნდა უსაფრთხოების კონტროლის პროცედურა. ტერმინალების სისუფთავის მიხედვით ლიდერი ჰონგკონგია. ლონდონის Heathrow-ში კი Duty Free-ს საუკეთესო მაღაზიებია.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.
სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.

სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე ევროპულ კერძებს.

გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს, სასტუმროში არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.

სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით, თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.

სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეერ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.

სასტუმრო აშენებულია 2009 წელს, შენობა 5 სართულია, ლიფტით. სულ 17 ნომერია, მათგან 1 აპარტამენტი, 2 ლუქსი და ერთი ლუქსი – ახლად დაქორწინებულთათვის.
ერთი სართული მთლიანად დათმობილი აქვს სპა სალონს, საიდანაც დახურული გადასასვლელით მოხვდებით საცურაო აუზში
ყველა ნომერს აქვს ბალკონი ზღვის მხარეს, ოთახებში ცენტრალური კონდენცირებაა, ტელეფონი, LCD ტელევიზორი, ფენი, სეიფი, მინი ბარი,
დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, საუნებით, ბიბლიოთეკით. სამრეცხაოს მომსახურებით, რესტორნით, ფიზიოთერაპიული, ლაზეროთერაპიული, კოსმეტოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარებით – სპა პროცედურების მთელი კომპლექსით. ექსკურსიებით სხვადასხვა მარშრუტებზე.

სასტუმროს კომფორტულობა
სპა სასტუმრო „ვილა რეტა“ თავაზობს დამსვენებლებს შემდეგ მომსახურებას (მათგან უმეტესობას უფასოდ):
• ავსტოსადგომი (დაცვით)
• ბარი სასტუმროს მისაღებში
• ბარი პლაჟზე და აუზთან
• უფასო გაზეთები ჰოლში
• იზოლირებული ეზო
• ტრანსფერი აეროპორტში (დამატებით გადახდით)
• ინტერნეტი (უკაბელო)
• მზის დამცავი ზონტი და შეზლონგი
• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კონდენცირება
• საკონფერენციო დარბაზი (მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის)
• მასაჟის და საპროცედურო კაბინეტები
• მრავალენოვანი პერსონალი
• რესტორანი მისაწვდომ ფასებში
• სამრეცხაოს მომსახურება
• დანადგარები ფიტნესისათვის
• ნომრების მომსახურება (სადღეღამისო)
• სამკურნალო–გამაჯანსაღებელი სპა–ცენტრი
• რეგისტრაციისა და მომსახურების განყოფილება (სადღეღამისო)
• დაცვა
• საცურაო აუზი (დახურული) განსაზღვრულია ბავშვებისათვისაც
• ლიფტი
• დახმარება ექსკურსიებისა და მგზავრობების ორგანიზებაში
• რესტორანი სასტუმროს შენობაში
• საუნა
• სეიფი ძვირფასეულის შესანახად (რეცეფშენში)
• დაჩქარებული რეგისტრაცია მიღებისას
• დაჩქარებული რეგისტრაცია გამგზავრებისას
• ბანკეტების ორგანიზების შესაძლებლობა
• ბავშვების მოვლის სამსახური
• მთარგმნელის მომსახურება
• გამგაზავრების ვადა 12 სთ.
• რეგისტრაციის ვადა შემოსვლისას 15 სთ
აკრძალულია
• შინაური ცხოველების შემოყვანა
• თამბაქოს მოწევა შენობაში

საქართველოს პრეზიდენტმა  მესტიაში ახალი სათხილამურო კომპლექსი გახსნა და თხილამურებით თვითონაც დაეშვა მთიდან. პრეზიდენტმა დღესვე მესტიის აეროპორტი გახსნა და ასაფრენი ბილიკი თავად გამოსცადა. მალე სვანეთი ათასობით უცხოელ და ქართველ ტურისტს უმასპინძლებს.