სასტუმროს რეგისტრაცია:
თუ გსურთ შექმნათ თქვენი სასტუმროს სარეკლამო-საინფორმაციო პროფაილი საიტზე, დაამატოთ სასტუმროს ფოტოები და შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ დააჭიროთ საწყის გვერდზე მარცხნივ მოთავსებულ ლინკს "რეგისტრირებული" ან გამოიყენეთ აქვე წითლად გამოტანილი ბმული რეგისტრაცია.
თუ თქვენ რეგისტრირდებით როგორც"მასპინძელი":
შეავსეთ ცარიელი ველები შესაბამისი სავალდებულო ინფორმაციით და დააჭირეთ ღილაკს OK. სასტუმროს პროფაილი გააქტიურდება რეგისტრაციის დასრულებიდან 24 სთ-ს განმავლობაში.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ სისტემაში შესვლა:
ვებ-გვერდის მარცხენა მხარეს მოთავსებულ ველებში ჩაწერეთ დარეგისტრირებისას მითითებული ელ-ფოსტის მისამართი და პაროლი, დააჭირეთ ღილაკს, "შესვლა". თქვენ შეხვალთ თქვენს გვერდზე, საიდანაც შეძლებთ დაამატოთ ან წაშალოთ სასტუმროს შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად სისტემატიურად შეიტანოთ ცვლილებები თქვენი სასტუმროს პროფაილში.
რეგისტრაციის წარმეტებით დასრულებისას, საიტზე თქვენი სასტუმროს პროფაილი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება , როცა თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული.
რეგისტრაციის პროცედურის გავლა შეუძლია "დამკვეთის" უფლებამოსილ წარმომადგენელს. სხვა მესამე პირს, სააგენტოს ან ოპერატორს, არ აქვთ უფლება, რომელიმე სასტუმროს "პროფაილის" დარეგისტრირების.
არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული რეგისტრაციები გაუქმდება.
სასტუმროს ასევე შეუძლია დაგვიკავშირდეს და პროფაილის შექმნა მიანდოს ჩვენს გუნდს.
თუ თქვენ რეგისტრირდებით როგორც სტუმარი:
თუ თქვენ რეგისტრირდებით როგორც სტუმარი, თქვენ გადიხართ მსგავს, მაგრამ უფრო მარტივ რეგისტრაციას. ამისათვის თქვენ რეგისტრაციის დროს "მასპინძელი"-ს მაგივრად უნდა მონიშნოთ წერტილი "სტუმარი". ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენს გვერდს თქვენ თვითონ ააქტიურებთ ელ-ფოსტის მისამართზე მოსული ლინკის აქტივაციით. სასტუმროს ჯავშნებს ანხორციელებთ მხოლოდ თქვენი გვერდიდან, სასტუმრო ოთახების ფოტოების ქვეშ მითითებული "დამატება" და მომდევნო "დაჯავშნა"ღილაკების მეშვეობით. |