ucnauri

შვედეთის „ყინულის სასტუმრომ“ ახალი აპარტამენტები შექმნა სახელწოდებით „ალმასის გენეზისი,“ რომელშიც დიზაინერებმა უზარმაზარი, მანათობელი ალმასები დადგეს. გარდა ამისა, ჭერზე უცნაური გეომეტრიული ნახაზებია გამოსახული. ალმასები რომ არ დადნეს, აპარტამენტებში მინუს 5 გრადუსის ტემპერატურაა.

Ice Hotel–ის კიდევ ერთი უცნაური ოთახია „არქტიკული ნომერი,“ სადაც სტუმრებს თოვლით გაკეთებული პოლარული დათვები ხვდებიან. არტ–აპარტამენტში ცხოვრების ღირებულება დღე–ღამეში 112 დოლარს შეადგენს. სტუმრები რომ არ გაიყინონ, მათ სათადაგირო თბილ ოთახს, ზამთრის ტანსაცმელსა და დილის საუნას სთავაზობენ.

ყინულის სასტუმრო ბოლო 20 წელია, ყოველწლიურად იქმნება. მასში 60 ნომერია, რომელთა ნაწილსაც ცნობილი დიზაინერები და არქიტექტორები აპროექტებენ.

მთელი წლის განმავლობაში დასვენებაზე ფიქრი ადამიანს სამუშაო დღეებს უხალისებს, თუმცა ხშირად მეუღლეების წარმოდგენები შვებულებაზე ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამოკითხვის შედეგად, რომელში მონაწილეობაც 2 ათასმა ადამიანმა მიიღო, აღმოჩნდა, რომ წყვილების ნახევარზე მეტი დასვენების ადგილს მშვიდად ვერ არჩევს. 37% კი ამ თემაზე დაჯავშნამდე ჩხუბობს.

ტურისტული კომპანია Ebookers-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ წყვილების უთანხმოების ძირითადი მიზეზები ბიუჯეტი და შვებულების ხანგრძლივობაა.

ამასთან, ქალები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი დასვენებას უფუჭებთ, მამაკაცებს კი აღიზიანებს ყველაფერი, რაც პლაჟს უკავშირდება.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, წყვილების 56% ამტკიცებს, რომ დასვენების შემდეგ მათი ურთიერთობა უმჯობესდება.

მათი 74%-ის აზრით, რომანტიკული შვებულების გატარება ზღვასთანაა უმჯობესი.

ყოველმა მეოთხე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში არის კურორტები, რომლებიც მათ ყველაფერს სთავაზობენ, რაც საჭიროება, და რომ ის აბსოლუტურად კმაყოფილია.