turistuli zona

პორტუგალიის ქალაქი პორტუ 2012 წელს ევროპის საუკეთესო ტურისტულ ქალაქად დასახელდა. ასეთი შედეგებით დასრულდა კონკურსი, რომელიც ორგანიზაცია „ევროპული მომხმარებლის არჩევანმა“ ჩაატარა.

სამი თვის განმავლობაში 212 ათასზე მეტი ადამიანი ონლაინ–რეჟიმში აკეთებდა არჩევანს ევროპის 20 უმსხვილეს ტურისტულ ქალაქს შორის.

ყველაზე მეტი ხმა პორტუგალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე ქალაქმა პორტუმ მიიღო.

ქალაქის აღწერილობაში ნათქვამია, რომ პორტუ ყველა სტუმარს ატყვევებს, დაწყებული თავგადასავლების და ნამდვილი ისტორიის მაძიებლებით, დამთავრებული იმ ტურისტებით, რომლებსაც კოსმოპოლიტური, თანამედროვე ქალაქის აღმოჩენა სურთ.

შეგახსენებთ: Reputation Institute–ის კვლევის შედეგად, ლონდონი მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემ ქალაქად დასახელდა. აღნიშნული ტიტული ლონდონმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიიღო.

ავსტრალიის ტურიზმისა და ექსპორტის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში ტურიზმის დარგის თანამშრომელთა მწვავე დეფიციტია. ამჟამად თავისუფალია 36 ათასზე მეტი ადგილი სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება ტურიზმს, 2015 წლისთვის კი, საბჭოს პროგნოზით, ამ ციფრმა შესაძლოა 56 ათასს მიაღწიოს.

სფეროს კვლევებმა აჩვენა, რომ კადრების დეფიციტი არა იმდენად ტურისტულ სააგენტოებშია, რამდენადაც სასტუმრო სექტორში, რესტორნებსა და ბარებშიც კი, რომლებიც ტურისტულ ზონებშია განთავსებული. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ „მუშახელის“ სიმცირეზე, არამედ პროფესიონალური უნარ-ჩვევების არარსებობაზე.

შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებაში ავსტრალიელებს სხვა ქვეყნების მოქალაქეები დაეხმარონ: წელს ევროპის ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ესპანეთიდან და ირლანდიიდან, „ეკონომიკური ლტოლვილების“ დიდი ტალღა შეინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ავსტრალიის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, მთავრობისგან სპეციალური ვიზის working holiday visa-ს კიდევ ერთი წლით გაგრძელებას მიაღწიონ იმ პირთათვის, რომლებიც ადგილობრივ ტურბიზნესში ერთი წლის განმავლობაში თვეზე დიდხანს მუშაობდნენ.

სასტუმრო “ბექა” არის ურეკის ულამაზესი, პატარა და კომფორტული სასტუმრო, რომელიც მდებარეობს სანაპიროდან 30 მეტრის დაშორებით. იგი შესანიშნავი კურორტია დამსვენებელთათვის ,რომლებიც ეძებენ მყუდრო და ყოველმხრივ თანამედროვე კომფორტით უზრუნველყოფილ გარემოს. სასტუმროს თავზე მდებარეობს უნიკალური ღია რესტორანი. რომელშიაც თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი კერძებით. სასტუმრო ბექა მდებარეობს ცენტრალური სანაპირო ქუჩის დასაწყისში, სამკურნალო ქვიშების სექტორში.

სასტუმრო “ბექა” როგორც სეზონურად ასევე წელიწადის ყველა დროს სიამოვნებით უმასპინძლებს როგორც სპორულ გუნდებს ასევე ტურისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. მობრძანდით ჩვენთან, სასიამოვნო განწყობა, დასვენება და გაჯასაღება თქვენთვის ჩვენთან გარანტირებულია.