spa centri

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მხოლოდ სამასი მეტრის დაშორებით ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან.
ჩვენი სასტუმროს ტრადიციები სათავეს იღებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია სერვისის დახვეწასა და სრულყოფაზე.
„თბილოტელი“ წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო, 24 საათიანი სერვისით.
18 კომფორტული ნომერი, მათ შორის სტანდარტული, ნახევრადლუქსის და ლუქსის ტიპის, აივნებით, სატელიტური ტელევიზიითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ქმნის სასტუმროს მომხიბვლელს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტებისათვის.
სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს 25 კაცზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-კონფერენციისა და თარგმნის სისტემებით. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბიზნეს ივენთებისა და შეხვედრების, ასევე ტრენინგების გასამართად. სასტუმროს ასევე გააჩნია მცირე შეხვედრების დარბაზი 10 კაცზე და საქმიანი ოთახი, აღჭურვილი ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.
„თბილოტელი“ სტუმრებს უფასოდ სთავაზობს მდიდარ საუზმეს, ოთახსა თუ ოჯახური გარემოს ტიპის ბარ-რესტორანში. ბარ-რესტორანში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.

სასტუმრო ,,ძველი თელავი’’ არის 3 სართულიანი შენობა და მოიცავს 12 ნომერს, ხედით მთავარი ქუჩისა და შიდა ეზოზე.

სასტუმრო ,,ძველი თელავი’’ მოიცავს 12 ნომერს: 2 ნომერია“ვიპ”–ი, 1 – ლუქსი,
5 – ნახევრად ლუქსი და 4 – კი სტანდარტულ ნომერი.

სასტუმროს ინტერიერი გამორჩევა ქართული და უცხოური სტილების პროფესიონალური შეხამებით, ქმნის დახვეწილ და კომფორტულ გარემოს. სასტუმრო “ძველი თელავი” არის ქალაქ თელავის საქმიანი და კულტურული დასვენების გამორჩეული ადგილი.

სასტუმროს გააჩნია მომსახურების შემდეგი სახეობები:

დაცვა;
ტაქსის სერვისი;
ექსკურსია ქალაქის მასშტაბით და ქალაქგარეთ (საქართველოს ისტორიული ადგილები);
გიდი – თარჯიმანი;
ავია ბილეთების დაჯავშნა – Online Booking;
სამრეცხაო,
სასტუმრო იღებს საკრედიტო ბარათებს;
სასტუმრო აღჭურვილია სეიფით;
უფასო ავტოსადგომი;
მინი ბარი;
ნომრებში არსებობს კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი;
ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის;
უფასო ინტერნეტი (Wifi, Wireless);
საბანკეტო დარბაზი, ბუხარი;
24 საათიანი მიღება;
24 საათიანი დაცვა;
მებარგული;
ბელბოი;
ხანძარ საწინააღმდეგო დეტექტორები;
მაღვიძარას სერვისი;
ტელეფონი/ფაქსი/ქსეროქსი/პრინტერი;
ტელევიზორი;
კონდიციონერი;
უფასო პარკინგი;
მანქანის ქირაობა;
პერსონალური და ჯგუფური ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა;
გიდი;
თარჯიმანი;
რესტორანი (მცირე დარბაზი, 3 კუპე, თითოეული 25 პერსონაზე, საბანკეტო დარბაზი 200 პერსონაზე )/ბარი (25 პერსონაზე )(უფასო საუზმე);
საკონფერენციო დარბაზები (დიდი – 200 პერსონაზე , მცირე – 70 პერსონაზე).
სასტუმროში ფუნქციონირებს საბანკო ტერმინალი ყველა სახის პლასტიკური ბარათისთვის.

ანაკლიაში ინდური ინვესტიციით 98 კოტეჯი გაიხსნება, მათ შორის 8 მდინარე ენგურზე განთავსდება.

კომპლექსის შუაგულში კეთდება “ლაგუნის” ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზი, ასევე უნიკალური სპა-ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები და საბავშვო მოედანი.

აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისთვის აშენდება კაზინო.

ანაკლიაში მსგავსი ტიპის მასშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას. ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ დოლარს შეადგენს.

ერთ თვეში, ანაკლიაში, ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
შესაბამისი ხელშეკრულება ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია.
პროექტის დიზაინი ინდოეთის წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შემუშავებული.
მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილია 54 სასტუმრო ოთახის მშენებლობა, ასევე აიგება 98 კოტეჯი – მათ შორის 8 მდინარე ენგურზე.
კომპლექსის შუაგულში კეთდება „ლაგუნის“ ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზები, ასევე უნიკალური სპა ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედანი.
აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისათვის, აშენდება კაზინო.
ანაკლიაში მსგავსი ტიპის მაშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას.