sezoni

სასტუმრო ”მერი” მდებარეობს სანაპიროს 1 ზოლზე, ზღვიდან 40 მეტრის დაშორებით. აქ თქვენ გელით თანამედროვედ მოწყობილი, კომფორტული 21 სასტუმრო ნომერი ზღვისა და ტყის ხედით.

ყველა ნომერში: აბაზანა – ტუალეტი, საკაბელო ტელევიზია, აივანი.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია სასადილო დარბაზი სადაც მოგემსახურებიან 3 ჯერადი კვებით. ხოლო ნომრები განლაგებულია 2, 3 და 4 სართულებზე.

აგრეთვე, სასტუმროს ტერიტორიაზე, მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობს მაღაზია სადაც შეძლებთ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენას.

ფასები:
1 სტუმარი 40 ლარი სამჯერადი კვებით.
* 10 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოლაპარაკების საფუძველზე.

საფრანგეთის ნიცაში ახალი საზაფხულო სეზონი პირველი „არამწეველი“ პლაჟის გახსნით აღინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქი, რომელსაც ქვეყნის ერთ–ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრის სტატუსი აქვს, ამაყობს წარწერის გამოჩენით: Plage sans tabac (პლაჟი თამბაქოს გარეშე).

„არამწეველი“ პლაჟის სტატუსს Centenaire–ი მიიღებს, რომელიც ნიცას ერთ–ერთ ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ეს სანაპირო იმითაცაა ცნობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაა გათვალისწინებული. მოწევაზე აკრძალვა აქ ახალი სეზონის დაწყებისთანავე შევა ძალაში, კანონდამრღვევებს კი 38 ევროს ჯარიმის გადახდა ემუქრება.

საფრანგეთში ეს უკვე მეორე „არამწეველი“ პლაჟია. პირველი გახდა Lumière–ი პროვანსში. იქ მოწევა გასული წლის ივნისიდანაა აკრძალული.