personali

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო „პრესტიჟში“, რომელიც ქალაქ ბათუმის ცენტრალური ნაწილის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ზღვასთან ახლოს. იგი იდეალური არჩევანია გამორჩეულად გემოვნებიანი სტუმრებისათვის.

აქ შექმნილია ყველა პირობა იმისათვის რომ დაისვენოთ მშვიდად და კომფორტულად.სასტუმრო ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. 27 ოთახიან სასტუმროს ემსახურება თავაზიანი,სტუმართმოყვარე და კვალიფიცირებული პერსონალი.

სასტუმროს ოთახები:

. დილის საუზმე
. კონდიციონერი
. გათბობის სისტემა
. უფასო უკაბელო ინტერნეტი
. ტელეფონი ნომერში
. უფასო ადგილობრივი ზარები
. საკაბელო ტელევიზია
. მაცივარი ნომრებში
. ფენი

სასტუმროს სერვისი:

. 24 საათიანი დაცვა
. სამრეცხაო
. უფასო ავტოსადგომი
. ბარი
. ოთახზე მომსახურება
. სეიფი ადმინისტრატორთან
. ექსკურსიები

სამვარსკვლავიანი სასტუმრო “მარინა” 2006 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის – სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლიდან 50 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ-ის, ხოლო აეროპორტიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. სრული სერვისით უზრუნველყოფილი სასტუმრო, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კვალიფიციური მომსახურე პერსონალი,თქვენი საქმიანობისა და დასვენების საწინდარია.

სასტუმროში 53 ნომერია – 6 ერთსაწოლიანი, 43 – ორსაწოლიანი და 4 ლუქსი. ყველა ნომერი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს – თითოეულ ნომერი საშუალო ზომისაა, რომელშიც არის ტელევიზორი (საკაბელო), ტელეფონი, ინტერნეტი, მაცივარი, კონდიცირებისა და გათბობის სისტემა, ელექტრო და ტელეხელსაწყოები, სველი წერტილები ცხელი წყლით, ინდივიდუალური აივანი ზღვის ხედით.

ტურისტული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი, ორჯერადი და სამჯერადი კვება (შეთანხმებით).

ნომრებში მომსახურება 24-საათიანია.
სასტუმროს გააჩნია ავტოსადგომი.

მომსახურების სახეები: მანქანა, გაღვიძება, სამრეცხაო,ოთახში საკვებით მომსახურება და მინიბარის სერვისი.
სასტუმროში მოქმედებს ღია და დახურული საჩოგბურთო კორტები, დიდი და პატარა ფეხბურთის სტადიონები, სპორტული მაღაზია, ფიტნეს-კლუბი, სოლარიუმი, საბილიარდო და სხვა.