musika

მუზეუმი Beatlemania, რომელიც ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრია, დაბალი მოთხოვნის გამო იხურება. მუზეუმი, რომელიც 2009 წლის მაისში გაიხსნა, დღემდე მხოლოდ 150 ათასმა დამთვალიერებელმა მოინახულა, მასში ჩადებულმა ინვესტიციებმა კი 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.

დაბალი პოპულარობა მუზეუმის დახურვის მთავარი მიზეზი გახდა – ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი არ ყოფნის.

კოლექცია, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და 1300 კვადრატულ მეტრს იკავებს, 1000-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც „დიდ ოთხეულს“ უკავშირდება. მუზეუმი The Beatles-ის შესახებ 1960-ანი წლებიდან მოგვითხრობს, როდესაც მუსიკოსები, ჯგუფის დაშლამდე, რეგულარულად გამოდიოდნენ ჰამბურგის კლუბებში.

შენობის პირველ სართულზე კაფე და მაღაზია მდებარეობს, სადაც ჯგუფის სუვენირებისა და სიმბოლიკის, ასევე მათი აუდიო და ვიდეოჩანაწერების შეძენაა შესაძლებელი.

2 აგვისტოს ბათუმში მსოფლიო მნიშვნელობის MTV მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება, ამის შესახებ MTV ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. გრანდიოზული კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკის ვარსკვლავი ენრიკე ეგლესიასი გახლავთ. ბათუმის ისტორიული ქუჩებიდან პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს მაშტაბით ასობით მილიონი ფანი მიადევნებს თვალყურს. აღნიშნული კონცერტი კიდევ უფრო გააჯანსაღებს ბათუმის აქტიური ცხოვრების რიტმს, და წარმოუდგენლად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურიზმის განვითარებას და მილიონობით საერთაშორისო მაყურებელს უკეთესად გააცნობს საქართველოს ამ ულამაზეს ქალაქს.