masaji

60 კომფორტული ნომერი,ექსკურსიები ქალაქში და ქალაქს გარეთ,VIპ სტუმრების გამასპინძლება.გ ვ ე ს ტ უ მ რ ე თ
თიოეულ ნომერში განთავსებულია:
1. კომფორტული,თანამედროვე საწოლები
2. ტელეფონი(ქალაქთაშორის უფასო) და ინტერნეტი
3. ტელევიზორი (კაბელური)
4. კონდენციონერი
5. მინი ბარი-მაცივარი
6. თანამედროვე საშხაპი და ბიდე
7. თმის ფენი
8. მაგიდა და სავარძლები
სასტუმროს უზრუნველყოფაში შედის:
1. კომფორტული საძინებლები: სტანდარტული ერთადგილიანი 70-100ლ. ნახევარ ლუქსი ორადგილიანი 80-110ლ. ლუქსი 80-130ლ. ბიზნეს ლუქსი 100-150.
2. საუზმე და მომსახურება ნომერში(რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის)
3. მინი ბარი
4. რესტორანი ევროპული და თურქულიც
5. ღია რესტორანი პენტჰაუსზე
6. სილამაზის სალონი
7. თანამედროვე ლიფტი
8. კომფორტული საკონფერენციო დარბაზი 60-70 კაცზე (დღე 150ლ)
9. დისკო კლუბი
10. დაცული პარკინგი
11. სამასაჟე სავარძელი
12. გათბობა როგორც შეშაზე,ასევე კონდენციონერი, წყალი და გაზი.
13. წყლის რეზერვი
14. გარეცხვა, დაუთოება
15. დახვედრა_გაცილება
16. ტრანსპორტით მომსახურება, ტაქსი.

გასეირნება მთაში (აჭარის მაღალმთიანეთში)

გასეირნება ბოტანიკურ ბაღში

გასეირნება ქალაქის შემოგარენში და ზღვაზე

ღამის ბათუმის დათვალიერება

ერთჯერადი კვება, 24 საათიანი სასტუმროს მომსახურება.

სერვისის მთელი პაკეტის ფასია 60-100 დოლარი ერთ ადამიანზე დღეში

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.
სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.

სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე ევროპულ კერძებს.

გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს, სასტუმროში არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.

სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით, თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.

სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეერ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.