kurorti

მაიამი-ბიჩის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდას შტატში, 19 იანვარს სასტუმრო St Regis Bal Harbour Resort-ი გაიხსნება, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო პროექტი იქნება. ოტელის მშენებლობაში მილიარდი დოლარი ჩაიდება.

ბრენდ St Regis-ის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სასტუმრო თავის სტუმრებს ფუფუნების ახალ დონეს შესთავაზებენ. ოტელში 214 ნომერია, რომელთა ფანჯრებიც ოკეანეს გადაჰყურებს. გარდა ამისა, სამ, 27-სართულიან მინის შენობაში 307 რეზიდენციაა. სასტუმრო ბოლ-ჰარბორის კურორტის ქვიშის პლაჟთან მდებარეობს.

ოტელში დაინერგება სისტემა, რომელიც ლიფტში მყოფი მგზავრისთვის საჭირო სართულს ელექტრონული გასაღებით განსაზღვრავს. St Regis Bal Harbour Resort-ის მთელი ტერიტორია დაფარული იქნება Wi-Fi-თ.

ოტელის სტუმრების განკარგულებაში იქნება მოსამსახურე, სპა-ცენტრი Remède Spa, სატრენაჟორო დარბაზი და საბავშვო კლუბი.

სასტუმროს ღვინის ბარში სამხრეთ ფლორიდის მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. ახალ ოტელში ცხოვრების ღირებულება ერთ ღამეში 650 დოლარი იქნება.

ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ახალი კურორტი აშენდება. ხორვატიული გამოცემის Jutamji List–ის მონაცემებით, მდიდრული კურორტის აშენებას ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი აპირებენ.

კურორტი კუნძულ ბრიუნის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. მას Barabriga ერქმევა და რამდენიმე ოტელსა და პლაჟის ვილას გააერთიანებს. იქვე იქნება იახტების გასაჩერებელი ადგილი და გოლფის სათამაშო მოედანი. პროექტის ღირებულება 85 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

საირმე – წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

ზაფხულის სეზონისათვის მზადება საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროებმა უკვე დაიწყეს, მიმდინარეობს განახლება-გალამაზების სამუშაოები. სასტუმროს მეპატრონეებს სურთ შარშადელთან შედარებით უფრო მომზადებულები დახვდნენ როგოც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელს, რათა მათი დასვენება უფრო საინტერესო და კომფორტული გახადონ. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სეზონზე ვიზიტორთა გაცილებით დიდი  ნაკადია ნავარაუდევი წინა წელთან  შედარებით. დასრულების სტადიაში არიან ახალი სასტუმროებიც, რომელნიც საქართველოს ამ ულამაზეს  საკურორტო ზონას უფრო გაალამაზებენ.  აგრეთვე  მზადების პროცესში არიან  საქართველოს სასტუმროები მთის კურორტებზე,  რომელნიც ზაფხულში, აგრეთვე მრავალ დამსვენებელს ელიან .

ძალიან მალე საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტებს შეემატება მესტიის სათხილამურო კომპლექსი, რომელიც ზემო სვანეთის სასტუმროების ცნობით,  დეკემბრისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას, მათივე განცხადებით. მოგვიანებით სვანეთში იგეგმება კიდევ ერთი პროფესიონალური სათხილამუროტრასის გახსნა სოფელ უშგულში.

სვანეთი მალე უმასპინძლებს ათასობით უცხოელ და ქართველ ტურისტს. ვნახოთ როგორ დააინტერესებს განახლებული სამთო კურორტი ბაკურიანს და გუდაურს შეჩვეულ საზოგადოებას.