koshki

დუბაიში ახალი ტურისტული ობიექტი Dubai Landmark-ი, იგივე Al Berwaz-ის კოშკი აშენდება. ახალი ნაგებობა რაიონ Zabeel Park-ში გამოჩნდება და მისი ღირებულება 32,7 მილიონი დოლარი იქნება. ავტორების ვარაუდით, ახალი საკულტო ტურისტული ობიექტი დამატებით 2 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.

მშენებლობის დაწყების ბრძანება მისმა აღმატებულებამ მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმმა, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა გასცეს.

პროექტის შემუშავებას და განხორციელებას დუბაის მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს. კოშკის სიმაღლე 150 მეტრი იქნება, სიგანე კი 105 მეტრი. მისი მშენებლობა 4 თვის შემდეგ დაიწყება და 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

იდეის ავტორების განცხადებით, კოშკი დუბაის მიმზიდველობას გააძლიერებს და ადგილობრივ და საერთაშორისო მენეჯერებს ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს. კონსტრუქციას თაღის ფორმა ექნება, რაც საემიროების განვითარების მაღალ სტანდარტებს გაუსვამს ხაზს. მას ძველი დუბაიდან ახალ დუბაიში გაჭრილი ფანჯრის ფუნქცია დაეკისრება. კოშკის საძირკველში განთავსდება მუზეუმი და ქალაქის ხედების ფოტოების გამოფენა.

გონიოს ციხე აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, სოფელ გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან.
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით.
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).

ბათუმი დღეს ლაზური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ხასან ჰელიმიშის ხსოვნას მიეძღვნება. ლაზური მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალში ქართველი და თურქი მომღერლები და ანსამბლები მონაწილეობენ. ღონისძიება ანბანის კოშკთან მოწყობილ სცენაზე გაიმართება.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, საოცრებათა მოედანზე ხასან ჰელიმიშის ნახატების ფოტორეპროდუქციების გამოფენა გაიმართება; წარმოდგენილი იქნება ის ნამუშევრები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

საოცრებათა მოედანზე სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. კონცერტი 21.00 საათზე დაიწყება.