koncerti

საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი – ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
განახლებულ ყვარელში დილიდან სახალხო სეირნობაა. ქალაქში ჩასული არიან ტურისტები. ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს რამდენიმე კუთხეში მოწყობილ სპეციალურ ადგილას კახური ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. დღის ბოლოს დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. იმღერებს გიორგი უშიკიშვილის გუნდი. შეკრებილების წინაშე წარდგებიან სუხიშვილებიც.

ყვარელში დღესვე გაიხსნა ახალი იუსტიციის სახლიც. შენობის თანამედროვე დიზაინი ქართველი არქიტექტორის შექმნილია. დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.
ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ეძლევა. პარალელურად, ყვარელში აშენდა იუსტიციის ახალი სასწავლო ცენტრიც.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15-16 სექტემბერს, კახეთში, თელავისა და ყვარლის რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცევა. კახეთის მცხოვრებლები და მისი სტუმრები ულამაზესი სანახაობის მონაწილეები გახდებიან. საზიემო ღინისძიება ორდღიან უწყვეტ თეატრალურ სპექტაკლად გადაიქცევა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

განახლებული ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის ტერიტორია, ჩოლოყაშვილის ისტორიული ქუჩა უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ მოძრაობის თაეტრის და ცირკი „შაპიტოს“ მასხიობებიც. განახლებული ჩოლოყაშვილის ქუჩა ზღაპრების გმირების სასეირნო ადგილად გადაქცევა.

ერეკლეს მოედანზე თელავში და სახალხო ბაზრობაზე ყვარელში გიგანტურ საწნახელებში მსურველები შეძლებენ ღვინის დაწურვაში მონაწილეობას, კახური ყურძნისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას. ყვარლის ქუჩების კუთხეში დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შეეძლებათ თიხის ნივთების უძველესი წესით დამზადება, ფარდაგების ქსოვის პროცესში მონაწილეობა, თექაზე მუშაობა და ხევსურული სამოსის ორნამენტების მოქარგვა.

თელავში ღონისძიებებს ცნობილი ჯგუფის „ჯიბსი კინგის“ ახალგაზრდა წევრების კონცერტი და ულამაზესი ფეიერვერკი დაასრულებს. ნამდვილ თეატრალურ სანახაობად კი, ყვარლის ციხის მიმდებარე ტერიტორია გადაიქცევა, თელავის ისტორიული წარსულს მეციხოვნეები, სახლთუხუცესები, ეთნოგრაფიულ სამოსში გამოწყობილი მეომრები გააცოცხლებენ. ულამაზესი ფოიერვერკის შემდეგ ხალხურ სიმღერებს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლის „ლაშარის“ მომღერლები შესარულებენ, ბოლოს კი სცენა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს დაეთმობათ.

„კახეთის ისტორიულ ქალაქებში რაებილიტირებული ობიექტების ჩამონათვალი ძალიან მაშტაბურია, აღდგენითმა სამუშაოებმა თელავი და ყვარელი სრულად მოიცვა. თელავში აღდგენილია ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიული იერი დაუბრუნდა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ფერი იცვალა ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამ. დასრულდა ყვარლის ციხის რეაბილიტაციის პროექტიც, გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ოფისი და სასტუმრო რუმს ჰოტელი. ორივე ქალაქში, თელავს და ყვარელში გაიხსნა იუსტიციის სახლები.

კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს კოორდინირებით განხორციელდა. ამ პროექტიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. სამომავლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთსა და ლაზიკაშია დაგეგმილი“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

დღეს, 20:00 საათზე, მეიდანზე, ღია ცის ქვეშ ცნობილი ბალკანელი კომპოზიტორის – გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

მუსიკოსი თბილისში მისი ბენდის, „wedding and funeral bend” წევრებთან ერთდ ჩამოვიდა.

როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, „არტ ფორუმის“ პროდუსერმა კახა ცისკარიძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, გორან ბრეგოვიჩი ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს, სწორედ ამის გამო გადაწყდა მუსიკოსისთვის შეეთავაზებინათ კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში.

„კონცერტი რიყეზე გაიმართება, მეიდანთან – ღია ცის ქვეშ. ჩვენ გვყავდა რამდენიმე წლის წინ ჩამოყვანილი ბრეგოვიჩი. მაშინ ისე მოხდა, რომ მხოლოდ მოსაწვევებით იყო დასწრება შესაძლებელი. მთელი ფილარმონია სავსე იყო. იმის გამო, რომ მაყურებელი გულდაწყვეტილი დარჩა, გადავწყვიტეთ კიდევ ჩამოგვეყვანა,“- აცხადებს პროდიუსერი.

საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში, მსმენელი გორან ბრეგოვიჩის როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ ალბომში „შამპანური ბოშებს“ შესულ კომპოზიციებს მოისმენს.

2 აგვისტოს ბათუმში მსოფლიო მნიშვნელობის MTV მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება, ამის შესახებ MTV ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. გრანდიოზული კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკის ვარსკვლავი ენრიკე ეგლესიასი გახლავთ. ბათუმის ისტორიული ქუჩებიდან პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს მაშტაბით ასობით მილიონი ფანი მიადევნებს თვალყურს. აღნიშნული კონცერტი კიდევ უფრო გააჯანსაღებს ბათუმის აქტიური ცხოვრების რიტმს, და წარმოუდგენლად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურიზმის განვითარებას და მილიონობით საერთაშორისო მაყურებელს უკეთესად გააცნობს საქართველოს ამ ულამაზეს ქალაქს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “Open Air” გაიმართება 11–12 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მუსიკალური ბენდები:  String , Smile, Exit,  Ketrine  & Me, Me and My Monkey, Mutual Friends, Pornopoesia, The forest, U, Z for Zuzu, კორკოტაშვილი სალომე, Herr Styler, Moodorama,  Nice Sharp Pencils, the Fades, Wallace Vanborn.   „Open Air“  ფესტივალი პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან დიდი გამოხმაურება და საერთაშორსო რეზონანსი გამოიწვია. იპოდრომზე საგანგებოდ საფესტივალო ქალაქი, დიდი სცენა და  აპარატურა დამონტაჟდება.

სვანეთში, კერძოდ მესტიაში დღეიდან  სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად იხსნება. აქ ტურისტების მისაღებად სრული მზადყოფნაა და სეზონის გახსნას სვანეთი და სვანეთში ჩასული ტურისტები დღეს საღამოს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ.

თბილისობა ხვალიდან თვის ბოლომდე 31-ოქტომბრამდე  ჩატარდება . მეტეხის ხიდზე „Georgian Fashion Week”-ის არაჩვეულებრივი სანახაობა მოეწყობა, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძის ნამუშევართა ჩვენებით დღეს გაიხსნა. გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, პრემიერები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონცერტები, თეატრალური პრემიერები, გამოფენენ ხალხური რეწვის ნიმუშებს და რა თქმა უნდა ქართველ გურმანებს და ქართული ეროვნული ტრადიციების მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიირთვან თბილისის ქუჩებში შემწვარი მწვადი და დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი როგორც ოჯახის ასევე ქარხნული წარმოების ღვინო.

ბათუმი და მისი ახალი ბულვარი, რომელსაც ყოველდღიურად ემატება ასობით როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტი და დამსვენებელი, 31 ივლისს ათასობით მაყურებელს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი თბილისური კლუბის ბამბარუმის ორგანიზებით გაიმართება ცნობილი დიჯეის მაია ქეის  უფასო კონცერტი. მაია ქეი მთელი სეზონის განმავლობაში კლუბის  დიჯეი იქნება და უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, ხოლო 30 ივლისს კლუბი ბამბარუმი ბათუმის ახალ ბულვარში მაია დარსმელიძისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება.