kompleqsi

იუკატანის შტატის დედაქალაქ მერიდაში „მაიას სამყაროს დიდი მუზეუმი“ Gran Museo del Mundo Maya გაიხსნა. პირველი ექსპოზიციის შემადგენლობაში 600 ისტორიული და არქეოლოგიური ნივთი შევიდა.

თავდაპირველად ტურისტებისთვის 12 დარბაზი გაიხსნება, რომლებიც

ოთხ თემატურ სივრცედაა დაყოფილი. ერთი მათგანი ისტორიას ეძღვნება, მეორე ეთნოგრაფიას, მესამე ანთროპოლოგიას და მეოთხე არქეოლოგიას.

მუზეუმის მეხუთე სივრცე ინტერაქტიულია. მისი ზედა ნაწილი განასახიერებს ცას მაიას თვალით, ქვედა კი იმქვეყნიურ ცხოვრებას.

საგამოფენო კომპლექსის საერთო ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და სამ შენობას იკავებს. Gran Museo del Mundo Maya–ს მთელი სივრცე დამთვალიერებლებისთვის 31 ოქტომბერს გაიხსნება.

შესვლის საფასური უცხოელებისთვის დაახლოებით 12 დოლარს შეადგენს, 8 დოლარია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ორი დოლარი ბავშვებისთვის, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

კომპლექსის შექმნა მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტის „მაიას სამყაროს“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ შტატებს მოიცავს. მის ფარგლებში სხვა მუზეუმებიც გაიხსნება.

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში არის 119 სასტუმრო ნომერი, რომელთაგან 12 არის სტანდარტული ერთოთახიანი, 24 ოთახნახევრიანი, 29 ოროთახიანი სასტუმრო ნომერი. ასევე არის 54 მაღალი კლასის სამოთახიანი აპარტამენტები, რომლებიც განლაგებულია კოტეჯებში.
სამოთახიანი აპარტამენტი
სამოთახიანი ნომრის საერთო ფართი შეადგენს 90 კვადრატულ მეტრს. ოთახები მოწყობილია ყველა საჭირო ინვენტარით. აქვს დიდი მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, მინი-სამზარეულო, ორი სველი წერტილი, მაცივარი, ბარი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ავეჯი, სატელიტური ტელემაუწყებლობა, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, ტელე-რადიოკომუნიკაცია და სხვა.
ოროთახიანი ნომერი
ოროთახიანი ნომრების საერთო ფართია 45 კვადრატული მეტრი. აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი, სველი წერტილი, დიდი აივანი, კომფორტული ავეჯი, სატელიტური ტელემაუწყებლობა, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, ტელე-რადიოკომუნიკაცია და სხვა.
ოთახნახევრიანი ნომერი
ოთახნახევრიანი ნომრის საერთო ფართია 30 კვადრატული მეტრი. მას აქვს პატარა მისაღები ოთახი, საძინებელი, სველი წერტილი, დიდი აივანი, კომფორტული ავეჯი, სატელიტური ტელემაუწყებლობა, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, ტელე-რადიოკომუნიკაცია და სხვა.
ერთოთახიანი ნომერი
ერთოთახიანი სტანდარტული ნომრის საერთო ფართია 25 კვადრატული მეტრი. მას აქვს საძინებელი, სველი წერტილი, დიდი აივანი, კომფორტული ავეჯი, სატელიტური ტელემაუწყებლობა, უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, ტელე-რადიოკომუნიკაცია და სხვა.
ამ ეტაპზე ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსს ერთდროულად 350-400 დამსვენებლის მიღება შეუძლია.

ერთ თვეში, ანაკლიაში, ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
შესაბამისი ხელშეკრულება ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია.
პროექტის დიზაინი ინდოეთის წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შემუშავებული.
მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილია 54 სასტუმრო ოთახის მშენებლობა, ასევე აიგება 98 კოტეჯი – მათ შორის 8 მდინარე ენგურზე.
კომპლექსის შუაგულში კეთდება „ლაგუნის“ ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზები, ასევე უნიკალური სპა ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედანი.
აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისათვის, აშენდება კაზინო.
ანაკლიაში მსგავსი ტიპის მაშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას.