gudauri

კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, სტეფანწმინდის რაიონში, ზღვის დონიდან1196 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 120 კმ-ში მდებარეობსსამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი მოთხილამურეთათვის და საერთოდდამსვენებელთათვის. მოთხილამურენი ეშვებიან მთა „კუდებიდან“ რომელიცზღვის დონიდან 3006 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მთა “საძელედან”,რომელიც 3270 მ. სიმაღლეზეა. ტრასა 16 კილომეტრიანია. სათხილამურო სეზონიდეკემბრის თვიდან აპრილამდეა. გუდაურში ზაფხულშიც კარგად დაისვენებდით.მდინარეებში უამრავი თევზია. მაშ წინ ზამთარია. ამბობენ წელს სეზონინოემბრიდან გაიხსნებაო.

სასტუმრო “გუდაური” და “გუდაური სქი რესორტი” განსაცვიფრებელ სიახლეს სთავაზობს ჩვენს პატარებს გუდაურში.თქვენი პატარას პირველი ნაბიჯები თხილამურებზე, “სან კიდ როტონდოს” მეშვეობით მთელ მსოფლიოში უამრავი სათხილამურო სკოლა იყენებს “როტონდოს კარუსელს”, როგორც თანამდეროვე სპორტსკოლის დამხმარე საშუალებას.  ეს ინოვაციური ტექნოგოლია ეხმარება მასწავლებლებს ბაშვების სწავლის პროცესი აცქიონ გართობის საშუალებად.

სიმაღლე არის მორგებული ისე, რომ ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ბავშვს შეეძლება შეისწავლოს “სან კიდ როტონდოს” კარუსელის მეშვეობით თხილამურებზე დგომა. ბავშვებისათვის ეს არის თხილამურებით გართობის, წონასწორობის შენარჩუნების, სრიალის და ვარჯიშის საშუალება, საბაგიროზე სწორად დადგომას ბავშვები სწავლობენ კარუსელის მეშვეობით, დაზიანების ალბათობა არის ძალიან დაბალი, რადგანაც აქ თხილამურებზე დგომას ბავშვები სწავლობენ ჯოხების გარეშე, დროის ეკონომია და თამაშით აღსავსე სწავლების პროცესი, სიჩქარის კონტროლი და ტრეინინგი.

 

წინა წლებისგან გასხვავებით ტურისტული ნაკადის შემოდინებით ქობულეთი, ისევე როგორც ბათუმი, განსაკუთრებულად გამორჩეულია საქართველოს სხვა დანარჩენ კურორტებს შორის. აღსანისნავია ისიც რომ დამსვენებლებით გადატვირთულია კურორტები როგორიცაა ბაკურიანი, საირმე, აბასთუმანი, ბახმარო, ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა, სიონი, ბაზალეთი, კახეთის მთიანი ნაწილი, მაგრამ ყველაზე მეტი დამსვენებელი საქართველოში მაინც შავი ზღვის კურორტებზე  შეინიშნება. ყველასათვის ნათელია რომ  ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კურორტები, მთა და ზღვა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით იყო ოდითგანვე გამორჩეული და  დღეს ჩვენი ხალხი კარგად აცნობიერებს, რომ საუკეთესო ადგილი სადაც შეუძლია არა მარტო ქალაქის სიცხეს გაექცეს, არამედ ტკბილად დასამახსოვრებელი ზაფხული გაატაროს, ეს საკუთარი ქვეყნის კურორტებია. ბევრი აშენდა, აღსდგა, მაგრამ მომავალში კიდევ ბევრია ასაშენებელი, რადგან დამსვენებელთა ნაკადს მომავალ წლებში, საქართველოში არსებული სასტუმროები ნამდვილად ვეღარ დაიტევს.