ganxorcieleba

სასტუმრო “Mirror” მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ზღვიდან 6 წუთის სავალი დაშორება.

თქვენ გაქვთ როგორც სტანდარტული ნომრების , ასევე ლუქსის არჩევის შესაძლებლობა.

ნომრებში შედის- საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზია, ინტერნეტი, კონდეციონერი და თმის საშრობი.

სასტუმროში შემოსული თუ გასული სტუმრების გაფორმება ხორციელდება 24 საათის განმავლობაში.

აბუ–დაბიში ცხოველებისთვის მდიდრული სასტუმრო Cloud9 გაიხსნა. სასტუმრო უკვე იღებს კატებსა და ძაღლებს, მალე კი მათ ფრინველები და რეპტილიები შეუერთდებიან.

ოტელის მფლობელი აფრა ალ დაირია, რომლისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი დაწესებულების გახსნისთვის ლიცენზიის მიცემა არ სურდა, რადგან მსგავსი საქმიანობა „არ შეესაბამება საემიროს ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს“. თუმცა ქალბატონმა მაინც განახორციელა პროექტი, რათა მიტოვებული ცხოველები შეიფაროს.

სასტუმროში ბინადრობენ არა მხოლოდ პატრონების მიერ დროებით მიტოვებული, არამედ უპატრონო ცხოველებიც, რომლებიც ქუჩაში იპოვეს.

ოტელის ყველა ნომერში არის ჰაერის კონდიციონერი, VIP–ოთახების სტუმრებს კი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრიც დახვდებათ. მელოდიური მუსიკა ცხოველებს განტვირთვასა და კომფორტულად დასვენებაში ეხმარება.

ეს საემიროებში უკვე მეორე მსგავსი სასტუმროა. ცხოველებისთვის პირველი ოტელი დუბაიში გაიხსნა და მასში ვეტერინალური კლინიკა და სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში ტურიზმის განვითარების მიზნით 350 მილიონი შეკელი (დაახლოებით მილიარდ სამასი ათასი დოლარი) გამოიყოფა.

ისრაელის დედაქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების რენოვაციის გეგმა ითვალისწინებს ახალი პარკების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეგმა 6 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ასევე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისრაელის მიწის რესურსების სამმართველო მიწის ნაკვეთებს გამოათავისუფლებს, რათა პოლიციისა და ჯარის ვეტერანებისთვის საცხოვრებლები ააგოს.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები იერუსალიმში ინვესტიციების დაბანდების ტრადიციის გაგრძელებაა.

„ეს ინვესტიციები ფოკუსირებულია გლობალური ტურიზმის მოზიდვისკენ და ისრაელის დედაქალაქის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა პრემიერმა.