ganaxleba

სასტუმროთა ჯგუფმა „კემპინსკიმ,“ ასევე კომპანიებმა Marshfield Energy–მ და Stadtwerke Mainz–მა, სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის, კონსალტინგური კომპანია შექმნეს.

„კემპინსკი“ მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ენერგო–კომპანია მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიის საჭიროებისთვის შექმნა.

კომპანიის სახელწოდება KREEN იშიფრება როგორც Kempinski Renewable Energies – „განახლებადი ენერგიის წყაროები კემპინსკისგან.“

სასტუმროების მფლობელებსა და ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა, KREEN–ს განახლებადი ენერგიის სფეროდან კონსულტაციებისთვის, ასევე პროექტ–მენეჯმენტისა და დაგეგმარებისთვის მიმართონ.

ახალი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება პროექტები „კემპინსკის“ სასტუმროებისთვის, რათა შეიქმნას მკაფიო სტანდარტები გარემოს დაცვის სფეროში.

ახალი ოტელების გახსნის დროისთვის KREEN–ი მათ მფლობელებს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების სტანდარტების დანერგვაში, ასევე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციაში.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, მომავალში „კემპინსკის“ სასტუმროების მაღალი სტანდარტები გარემოს დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

„კემპინსკის“ ჯგუფის პრეზიდენტის რეტო ვიტვერის განცხადებით, გარემოს დაცვისადმი შეგნებული დამოკიდებულება არა მხოლოდ სოციალური და ეკოლოგიური მიდგომებიდან, არამედ ეკონომიური მოსაზრებებიდანაც გამომდინარეობს, რადგან KREEN–ი „კემპინსკის“ უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტორების თვალში.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, დაზოგოს ენერგოხარჯები.

თავდაპირველად KREEN–ის სერვისები ექსკლუზიურად „კემპინსკის“ ოტელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მის უფრო გრძელვადიან გეგმებში კი სხვა სასტუმრო ქსელების კონსულტირებაც შედის.

საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი – ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
განახლებულ ყვარელში დილიდან სახალხო სეირნობაა. ქალაქში ჩასული არიან ტურისტები. ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს რამდენიმე კუთხეში მოწყობილ სპეციალურ ადგილას კახური ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. დღის ბოლოს დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. იმღერებს გიორგი უშიკიშვილის გუნდი. შეკრებილების წინაშე წარდგებიან სუხიშვილებიც.

ყვარელში დღესვე გაიხსნა ახალი იუსტიციის სახლიც. შენობის თანამედროვე დიზაინი ქართველი არქიტექტორის შექმნილია. დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.
ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ეძლევა. პარალელურად, ყვარელში აშენდა იუსტიციის ახალი სასწავლო ცენტრიც.