gamokitxva

პორტუგალიის ქალაქი პორტუ 2012 წელს ევროპის საუკეთესო ტურისტულ ქალაქად დასახელდა. ასეთი შედეგებით დასრულდა კონკურსი, რომელიც ორგანიზაცია „ევროპული მომხმარებლის არჩევანმა“ ჩაატარა.

სამი თვის განმავლობაში 212 ათასზე მეტი ადამიანი ონლაინ–რეჟიმში აკეთებდა არჩევანს ევროპის 20 უმსხვილეს ტურისტულ ქალაქს შორის.

ყველაზე მეტი ხმა პორტუგალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე ქალაქმა პორტუმ მიიღო.

ქალაქის აღწერილობაში ნათქვამია, რომ პორტუ ყველა სტუმარს ატყვევებს, დაწყებული თავგადასავლების და ნამდვილი ისტორიის მაძიებლებით, დამთავრებული იმ ტურისტებით, რომლებსაც კოსმოპოლიტური, თანამედროვე ქალაქის აღმოჩენა სურთ.

შეგახსენებთ: Reputation Institute–ის კვლევის შედეგად, ლონდონი მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემ ქალაქად დასახელდა. აღნიშნული ტიტული ლონდონმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიიღო.

ინგლისურმა ჟურნალმა Daily Mail–იმ მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც სასტუმროებში უფასო მომსახურებას ეხება. გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს, გამოეთქვათ მოსაზრება 415 სერვისის შესახებ, რომელთა მიღებაც ოტელებშია შესაძლებელი.

შედეგად, რეიტინგის მესამე ადგილი დაიკავა პარკინგმა, მეორე – დილის საუზმემ, სიის ლიდერი კი ინტერნეტზე წვდომა გახდა: გამოკითხულთა 31%–სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი Wi-Fi–ა.

კერძოდ, სასტუმროების კლიენტებს სურთ საინფორმაციო საიტებით სარგებლობა, ელექტრონული ფოსტის შემოწმება და Facebook–ზე შესვლა.

რეიტინგის ასეთი განლაგება მოულოდნელი არ ყოფილა: ბოლო პერიოდში იშვიათია ტურისტი, რომელიც მოგზაურობაში სმარტფონის ან ნოუთბუქის გარეშე მიდის.

გარდა ინტერნეტისა, ტურისტებმა მოსახერხებელი მატრასები და ფიტნეს–კლუბით უფასო სარგებლობაც მოითხოვს.

მთელი წლის განმავლობაში დასვენებაზე ფიქრი ადამიანს სამუშაო დღეებს უხალისებს, თუმცა ხშირად მეუღლეების წარმოდგენები შვებულებაზე ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამოკითხვის შედეგად, რომელში მონაწილეობაც 2 ათასმა ადამიანმა მიიღო, აღმოჩნდა, რომ წყვილების ნახევარზე მეტი დასვენების ადგილს მშვიდად ვერ არჩევს. 37% კი ამ თემაზე დაჯავშნამდე ჩხუბობს.

ტურისტული კომპანია Ebookers-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ წყვილების უთანხმოების ძირითადი მიზეზები ბიუჯეტი და შვებულების ხანგრძლივობაა.

ამასთან, ქალები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი დასვენებას უფუჭებთ, მამაკაცებს კი აღიზიანებს ყველაფერი, რაც პლაჟს უკავშირდება.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, წყვილების 56% ამტკიცებს, რომ დასვენების შემდეგ მათი ურთიერთობა უმჯობესდება.

მათი 74%-ის აზრით, რომანტიკული შვებულების გატარება ზღვასთანაა უმჯობესი.

ყოველმა მეოთხე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში არის კურორტები, რომლებიც მათ ყველაფერს სთავაზობენ, რაც საჭიროება, და რომ ის აბსოლუტურად კმაყოფილია.