etnograpiuli

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15-16 სექტემბერს, კახეთში, თელავისა და ყვარლის რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცევა. კახეთის მცხოვრებლები და მისი სტუმრები ულამაზესი სანახაობის მონაწილეები გახდებიან. საზიემო ღინისძიება ორდღიან უწყვეტ თეატრალურ სპექტაკლად გადაიქცევა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

განახლებული ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის ტერიტორია, ჩოლოყაშვილის ისტორიული ქუჩა უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ მოძრაობის თაეტრის და ცირკი „შაპიტოს“ მასხიობებიც. განახლებული ჩოლოყაშვილის ქუჩა ზღაპრების გმირების სასეირნო ადგილად გადაქცევა.

ერეკლეს მოედანზე თელავში და სახალხო ბაზრობაზე ყვარელში გიგანტურ საწნახელებში მსურველები შეძლებენ ღვინის დაწურვაში მონაწილეობას, კახური ყურძნისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას. ყვარლის ქუჩების კუთხეში დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შეეძლებათ თიხის ნივთების უძველესი წესით დამზადება, ფარდაგების ქსოვის პროცესში მონაწილეობა, თექაზე მუშაობა და ხევსურული სამოსის ორნამენტების მოქარგვა.

თელავში ღონისძიებებს ცნობილი ჯგუფის „ჯიბსი კინგის“ ახალგაზრდა წევრების კონცერტი და ულამაზესი ფეიერვერკი დაასრულებს. ნამდვილ თეატრალურ სანახაობად კი, ყვარლის ციხის მიმდებარე ტერიტორია გადაიქცევა, თელავის ისტორიული წარსულს მეციხოვნეები, სახლთუხუცესები, ეთნოგრაფიულ სამოსში გამოწყობილი მეომრები გააცოცხლებენ. ულამაზესი ფოიერვერკის შემდეგ ხალხურ სიმღერებს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლის „ლაშარის“ მომღერლები შესარულებენ, ბოლოს კი სცენა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს დაეთმობათ.

„კახეთის ისტორიულ ქალაქებში რაებილიტირებული ობიექტების ჩამონათვალი ძალიან მაშტაბურია, აღდგენითმა სამუშაოებმა თელავი და ყვარელი სრულად მოიცვა. თელავში აღდგენილია ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიული იერი დაუბრუნდა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ფერი იცვალა ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამ. დასრულდა ყვარლის ციხის რეაბილიტაციის პროექტიც, გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ოფისი და სასტუმრო რუმს ჰოტელი. ორივე ქალაქში, თელავს და ყვარელში გაიხსნა იუსტიციის სახლები.

კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს კოორდინირებით განხორციელდა. ამ პროექტიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. სამომავლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთსა და ლაზიკაშია დაგეგმილი“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.