ekologia

ფხუკეთთან და ანდამანის სანაპიროზე არსებული მარჯნის რიფების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმასთან შედარებით, რაც 2010 წელს იყო. როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, გლობალურმა დათბობამ და გარემოს დაბინძურებამ ანდამანის ზღვასა და სიამის ყურეში მარჯნები თითქმის გაანადგურა.

მარჯნების გადაშენებისა და გაუფერულების გამო ტაილანდის ზღვისა და სანაპიროების რესურსების დეპარტამენტი გამოვიდა ინიციატივით, დაიხუროს სურინისა და სიმილანის ნაციონალური პარკების ნაწილი, რათა გადაგვარების ზღვარზე მყოფი მარჯნების სახეობები გადარჩეს.

Phuket Gazette–ის ინფორმაციით, დროულად მიღებული ზომების წყალობით მარჯნების ნახევარზე მეტი დაზიანების შემდეგ აღდგა.

სასტუმროთა ჯგუფმა „კემპინსკიმ,“ ასევე კომპანიებმა Marshfield Energy–მ და Stadtwerke Mainz–მა, სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის, კონსალტინგური კომპანია შექმნეს.

„კემპინსკი“ მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ენერგო–კომპანია მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიის საჭიროებისთვის შექმნა.

კომპანიის სახელწოდება KREEN იშიფრება როგორც Kempinski Renewable Energies – „განახლებადი ენერგიის წყაროები კემპინსკისგან.“

სასტუმროების მფლობელებსა და ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა, KREEN–ს განახლებადი ენერგიის სფეროდან კონსულტაციებისთვის, ასევე პროექტ–მენეჯმენტისა და დაგეგმარებისთვის მიმართონ.

ახალი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება პროექტები „კემპინსკის“ სასტუმროებისთვის, რათა შეიქმნას მკაფიო სტანდარტები გარემოს დაცვის სფეროში.

ახალი ოტელების გახსნის დროისთვის KREEN–ი მათ მფლობელებს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების სტანდარტების დანერგვაში, ასევე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციაში.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, მომავალში „კემპინსკის“ სასტუმროების მაღალი სტანდარტები გარემოს დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

„კემპინსკის“ ჯგუფის პრეზიდენტის რეტო ვიტვერის განცხადებით, გარემოს დაცვისადმი შეგნებული დამოკიდებულება არა მხოლოდ სოციალური და ეკოლოგიური მიდგომებიდან, არამედ ეკონომიური მოსაზრებებიდანაც გამომდინარეობს, რადგან KREEN–ი „კემპინსკის“ უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტორების თვალში.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, დაზოგოს ენერგოხარჯები.

თავდაპირველად KREEN–ის სერვისები ექსკლუზიურად „კემპინსკის“ ოტელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მის უფრო გრძელვადიან გეგმებში კი სხვა სასტუმრო ქსელების კონსულტირებაც შედის.

სასტუმრო „Alliance Hotel” მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში,
საბურთალოზე , ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასტუმრო განთავსებულია 3
სართულზე. პირველ სართულზე მდებარეობს მისაღები, სასადილო, ბარი, კაფე
მწეველთათვის , სამზარეულო, ბუხარი, მოსასვენებელი ადგილი , საზაფხულო
ბარი ეზოში.
მეორე და მესამე სართულზე განლაგებულია 12 კეთილმოწყობილი
სტანდარტული ოთახი ფართობით 15კვმ–22კვმ . სასტუმროს აქვს უფასო
ავტოსადგომი 8 ავტომობილზე. ბილიარდი.
სასტუმროში დაგხვდებათ თბილი, კომფორტული გარემო. კვალიფიციური,
ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი.

ნომრის მომსახურება:
კონდენცირება
გათბობა
ინტერნეტი wi-fi
პლაზმური ტელევიზორი
სატელიტური არხები
ტელეფონი
სააბაზანო აქსესუარები
მაღვიძარა სერვისი

სასტუმროს მომსახურება:
ტრანსფერი
24 საათიანი მომსახურება
ბარი
კაფე მწეველთათვის
სასადილო
საზაფხულო ბარი
ფაქსი, ქსეროქსი, პრინტერი,სკანერი
საექსკურსიო მომსახურება
გიდი
ავტომობილების გაქირავება

ტურიზმის აქტიური განვითარების გამო სეიშელის კუნძულების უნიკალურ ეკოლოგიურ სისტემას განადგურება ემუქრება. სეიშელელი ეკოლოგის ბობი ბრესონის განცხადებით, კიდევ 20-30 წელი და სეიშელი მეზობელი მავრიკიისა და რეიუნონის ბედს გაიზიარებს, სადაც ბუნებრივი გარემოდან თითქმის არაფერი დარჩა.

„ჩვენს კუნძულებზე, განსაკუთრებით ყველაზე მსხვილებზე, შეუჩერებელი მშენებლობები მიმდინარეობს, შენდება სასტუმრო კომპლექსები. შედეგად, ზღვის მყუდრო უბეები კლდეებთან, პლაჟებთან და ქოქოსის პალმებთან ერთად „დიდი შენობების“ მახინჯ ჩარჩოებში ექცევა,“ – აცხადებს ეკოლოგი.

მისი თქმით, ამის ნაცვლად აუცილებელია მცირე ბუნგალოების მშენებლობა ბუნებრივი მასალების, ხისა და ქვისგან, რომლებიც მიწის მასშტაბურ სამუშაოებსა და მსხვილი კომუნიკაციების გაყვანას არ მოითხოვს.

სპეციალისტის განცხადებით, მყიფე ბუნებას გამოუსწორებელი ზარალი ადგება, რადგან ტურისტებით გადატენილი ავტობუსები ვიწრო გზებს ხერგავენ, ბუნება კი ნაგვით ივსება.