dasveneba

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო „პრესტიჟში“, რომელიც ქალაქ ბათუმის ცენტრალური ნაწილის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ზღვასთან ახლოს. იგი იდეალური არჩევანია გამორჩეულად გემოვნებიანი სტუმრებისათვის.

აქ შექმნილია ყველა პირობა იმისათვის რომ დაისვენოთ მშვიდად და კომფორტულად.სასტუმრო ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში. 27 ოთახიან სასტუმროს ემსახურება თავაზიანი,სტუმართმოყვარე და კვალიფიცირებული პერსონალი.

სასტუმროს ოთახები:

. დილის საუზმე
. კონდიციონერი
. გათბობის სისტემა
. უფასო უკაბელო ინტერნეტი
. ტელეფონი ნომერში
. უფასო ადგილობრივი ზარები
. საკაბელო ტელევიზია
. მაცივარი ნომრებში
. ფენი

სასტუმროს სერვისი:

. 24 საათიანი დაცვა
. სამრეცხაო
. უფასო ავტოსადგომი
. ბარი
. ოთახზე მომსახურება
. სეიფი ადმინისტრატორთან
. ექსკურსიები

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მხოლოდ სამასი მეტრის დაშორებით ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან.
ჩვენი სასტუმროს ტრადიციები სათავეს იღებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია სერვისის დახვეწასა და სრულყოფაზე.
„თბილოტელი“ წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო, 24 საათიანი სერვისით.
18 კომფორტული ნომერი, მათ შორის სტანდარტული, ნახევრადლუქსის და ლუქსის ტიპის, აივნებით, სატელიტური ტელევიზიითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ქმნის სასტუმროს მომხიბვლელს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტებისათვის.
სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს 25 კაცზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-კონფერენციისა და თარგმნის სისტემებით. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბიზნეს ივენთებისა და შეხვედრების, ასევე ტრენინგების გასამართად. სასტუმროს ასევე გააჩნია მცირე შეხვედრების დარბაზი 10 კაცზე და საქმიანი ოთახი, აღჭურვილი ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.
„თბილოტელი“ სტუმრებს უფასოდ სთავაზობს მდიდარ საუზმეს, ოთახსა თუ ოჯახური გარემოს ტიპის ბარ-რესტორანში. ბარ-რესტორანში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანაპირო” 2009 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს ბიზნესმენებისა და ტურისტებისათვის – სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლიდან 20 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრის, ხოლო აეროპორტიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

სასტუმროში 86 ნომერია – 6 ერთსაწოლიანი, 60 ორსაწოლიანი, 6 ნახევრად ლუქსი, 12 ლუქსი და 2 აპარტამენტი. ყველა ნომერი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს – თითოეულ ნომერში არის ტელევიზორი (საკაბელო), ტელეფონი, ინტერნეტი, მაცივარი, კონდიცირებისა და გათბობის სისტემა, ელექტრო და ტელეხესაწყოები, სველი წერტილები ცხელი წყლით, ინდივიდუალური აივანი ზღვის ხედით.

საუზმე შედის ნომრის ღირებულებაში.
ტურისტული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია ორჯერადი და სამჯერადი კვება (შეთანხმებით).
ნომრებში მომსახურება 24-საათიანია.
სასტუმროს გააჩნია ავტოსადგომი.
მომსახურების სახეები: მანქანა, გაღვიძება, სამრეცხაო, Room Service, Mini Bar.
სასტუმროში მოქმედებს ფიტნეს-კლუბი, საცურაო აუზი, საუნა, საბილიარდო, ფეხბურთის მინი სტადიონი და სხვა. სასტუმროს საკუთრებაშია ასევე დაცული, შემოღობილი სანაპირო ზოლი – პლაჟი.

 

სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სასტუმრო „ვოიაჟს“.სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ძღვის სანაპიროდან 200 მეტრის დაშორებით, კინოთეატრ „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სასტუმოში 5 ნომერია, მათ შორის 3 სტანდარტული 3 სტანდარტული სამ ადგილიანი, 2 ორადგილიანი ლუქსი.
ყველა ნომერშია ინტერნეტი, ტელევიზორი, ტელეფონი, სეიფი, მინიბარი, კონდიციონერი და კომფორტული აბაზანა. სასტუმროს ორიგინალური დიზაინი აუცილებლად შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას. სასტუმროს მომსახურებაში შედის რეცხვა და დაუთოვება. სასტუმროს გააჩნია ავტოსადომი, საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების სისტემა და ბილეთების დაჯავშნა.

სასტუმრო ლილე მდებარეობს თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროში განთავსებული რვა ორადგილიანი , კომფორტული ნომრები, შეგიქმნიან დასვენებისათვის მყუდრო და დაუვიწყარ გარემოს.
თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი პერსონალი, რომელიც იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე და სიმშვიდეზე .
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას
საქართველოს დედაქალაქის უძველეს უბანში.

მომსახურება:
ნომრებში საკვებით მომსახურება
მინი ბარი
პლაზმური ფართოეკრანიანი ტელევიზორები
კაბელური მაუწყებლობა
თანამედროვე საშხაპეები
უკაბელო ინტერნეტ მომსახურება
გათბობა, კონდენცირება
ტელეფონი ნომრებში
რეცხვა-დაუთოვება
24 საათიანი ადმინისტრაცია

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.
სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.

სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე ევროპულ კერძებს.

გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს, სასტუმროში არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.

სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით, თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.

სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეერ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.

სასტუმრო “ქუთაისი” მდებარეობს ურეკში იდეალურია თქვენი დასვენებისთვის, კომფორტი, სისუფთავე და მაღალი კლასის მომსახურება ეს სასტუმრო “ქუთაისის” პირველი პირობაა,სტუმარმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. სასტუმროში 15 ნომერია, სამადგილიანი, ორადგილიანი და ოთხადგილიანი ნომრები. ფასებში შედის 3 ჯერადი კვება, ფასები საშუალოა, ჩვენი მზარეული გთავაზობთ ევროპულ, ქართულ, სომხურ, უკრაინულ კერძებს.

სასტუმროს ოთახები აღჭურვილია:

კონდიციონერით, მუდმივი ცივი და ცხელი წყლით, კომფორტული ვანა-ტუალეტით ნომრებში, ტელევიზორით, მაცივრით, ფართე აივნებით.

სასტუმრო ტვიქსს გააჩნია შემდეგი მომსახურეობები:

უსაფრთხოების გარანტია,
დახვედრა-გაცილების მომსახურება,
ბარგის ატანის მომსახურება,
კვების ობიექტი,
პარკინგი,

დასასვენებელი სახლი „ევკალიპტი“ მდებარეობს დაბა ურეკში („მაგნეტიტის“ ცენტრში) ევკალიპტების გარემოცვაში იქ, სადაც ზღვიდან მონაბერი სიო და ევკალიპტები ქმნიან განუმეორებელ მიკროკლიმატს და დასვენებისათვის საუკეთესო პირობებს.
დასასვენებელი სახლი „ ევკალიპტი“ ხელმისაწვდომ ფასებში გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
დასასვენებელი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში პლაჟზე, იდეალური სისუფთავეა და შესაძლებელია მაგნიტური ქვიშის აბაზანების მიღება.
დასასვენებელ სახლში ფუნქციონირებს კვების ბლოკი და ბარი. მზარეულები ღებულობენ შეკვეთებს.
დასასვენებელ სახლს გააჩნია საკუთარი ავტოსადგომი.
დასასვენებელი სახლის გვერდით ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცურაო აუზი.
დასასვენებელ სახლში შეგიძლიათ გაერთოთ მაგიდის ჩოგბურთით.

ზაფხულის სეზონისათვის მზადება საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროებმა უკვე დაიწყეს, მიმდინარეობს განახლება-გალამაზების სამუშაოები. სასტუმროს მეპატრონეებს სურთ შარშადელთან შედარებით უფრო მომზადებულები დახვდნენ როგოც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელს, რათა მათი დასვენება უფრო საინტერესო და კომფორტული გახადონ. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სეზონზე ვიზიტორთა გაცილებით დიდი  ნაკადია ნავარაუდევი წინა წელთან  შედარებით. დასრულების სტადიაში არიან ახალი სასტუმროებიც, რომელნიც საქართველოს ამ ულამაზეს  საკურორტო ზონას უფრო გაალამაზებენ.  აგრეთვე  მზადების პროცესში არიან  საქართველოს სასტუმროები მთის კურორტებზე,  რომელნიც ზაფხულში, აგრეთვე მრავალ დამსვენებელს ელიან .