Page 7 of 15« First...56789...Last »

სასტუმრო ლილე მდებარეობს თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროში განთავსებული რვა ორადგილიანი , კომფორტული ნომრები, შეგიქმნიან დასვენებისათვის მყუდრო და დაუვიწყარ გარემოს.
თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი პერსონალი, რომელიც იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე და სიმშვიდეზე .
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას
საქართველოს დედაქალაქის უძველეს უბანში.

მომსახურება:
ნომრებში საკვებით მომსახურება
მინი ბარი
პლაზმური ფართოეკრანიანი ტელევიზორები
კაბელური მაუწყებლობა
თანამედროვე საშხაპეები
უკაბელო ინტერნეტ მომსახურება
გათბობა, კონდენცირება
ტელეფონი ნომრებში
რეცხვა-დაუთოვება
24 საათიანი ადმინისტრაცია

სამვარსკვლავიანი სასტუმრო “მარინა” 2006 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის – სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლიდან 50 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ-ის, ხოლო აეროპორტიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. სრული სერვისით უზრუნველყოფილი სასტუმრო, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კვალიფიციური მომსახურე პერსონალი,თქვენი საქმიანობისა და დასვენების საწინდარია.

სასტუმროში 53 ნომერია – 6 ერთსაწოლიანი, 43 – ორსაწოლიანი და 4 ლუქსი. ყველა ნომერი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს – თითოეულ ნომერი საშუალო ზომისაა, რომელშიც არის ტელევიზორი (საკაბელო), ტელეფონი, ინტერნეტი, მაცივარი, კონდიცირებისა და გათბობის სისტემა, ელექტრო და ტელეხელსაწყოები, სველი წერტილები ცხელი წყლით, ინდივიდუალური აივანი ზღვის ხედით.

ტურისტული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი, ორჯერადი და სამჯერადი კვება (შეთანხმებით).

ნომრებში მომსახურება 24-საათიანია.
სასტუმროს გააჩნია ავტოსადგომი.

მომსახურების სახეები: მანქანა, გაღვიძება, სამრეცხაო,ოთახში საკვებით მომსახურება და მინიბარის სერვისი.
სასტუმროში მოქმედებს ღია და დახურული საჩოგბურთო კორტები, დიდი და პატარა ფეხბურთის სტადიონები, სპორტული მაღაზია, ფიტნეს-კლუბი, სოლარიუმი, საბილიარდო და სხვა.

Rixos Sungate-ი, რომელიც ანტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროზეა განთავსებული და მომხმარებელს დაუვიწყარი ოჯახური დასვენებისთვის ყველანაირ პირობას სთავაზობს, წელს პატარა სტუმრებს განსაკუთრებული სიურპრიზით ხვდება: ესაა საბავშვო პლაჟი Baby Beach-ი, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა შექმნილი.

სილის პლაჟი ზღვის მყუდრო უბეშია განთავსებული, სადაც ყოველთვის წყნარი, ნაკლებად ღრმა ზღვა და მოსახერხებელი შესასვლელია. პლაჟის ტერიტორიაზე არქიტექტორებმა ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელიც მთლიანად სილისგანაა შესრულებული და სადაც ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში, მეგობრებისა და პროფესიონალი ანიმატორების წრეში შეუძლიათ გართობა. პლაჟზე სრულად აღჭურვილი, საბავშვო სათამაშო მოედანიცაა.

ბანაობის დროს ბავშვები მზისგან სპეციალური ქოლგებით არიან დაცულნი, ამიტომ შეუძლიათ, თბილ წყალში მაქსიმალურად ხანგრძლივად დარჩნენ. მათ მშობლებს კი პლაჟების კომფორტული პავილიონები ელოდებათ, სადაც ოჯახთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.

 

სინგაპურში მსოფლიოში პირველი, ტროპიკული ფლორის პარკი გაიხსნა. პარკის „ბაღები ყურესთან“ შექმნა, რომელიც სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ფლორასა და ფაუნას წარმოადგენს, 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ბაღები ყურესთან“ – სრულიად არაორდინალური, ნამდვილი ბოტანიკური სასწაულია, რომლის მოწყობაც მილიარდი დოლარი დაჯდა. კომპლექსი მდინარე სინგაპურის შესართავთან, 200 საფეხბურთო მოედნის ტოლ ფართობზეა განთავსებული.

226 ათასი დიდებული ხის გარდა, აქ რკინის წნილითა და ბეტონით შექმნილი 18 ხეა აღმართული, რომლებიც სიმწვანითაა შემოსილი. ეს ცოცხალი ცათამბჯენები და ვერტიკალური ბაღები, რომელთა სიმაღლეც 25-დან 50-მდე მეტრს აღწევს, პარკს სრულიად ფუტურისტულ იერსახეს აძლევს. დღისით მათ ქვეშ მზისგან თავის შეფარება შეიძლება, სიბნელის დადგომასთან ერთად კი მცენარეები ორიგინალური ილუმინაციებით ნათდება.

გიგანტური ხეები არა მხოლოდ საინტერესო ინსტალაციაა, ისინი „მუშაობენ“ კიდეც და ორანჟერეებისთვის სავენტილაციო არხების როლს ასრულებენ, აგროვებენ წვიმის წყალსა და გამოიმუშავებენ მზის ენერგიას.

პარკში ყველაზე მაღალ ხეებს შორის ხიდები და მიწისზედა გადასასვლელებია, უმაღლესი ხის მწვერვალზე კი რესტორანი განთავსდება, საიდანაც პანორამული ხედი გადაიშლება.

პარკი მომხმარებლებს ფლორის ენაზე მოუთხრობს სინგაპურის ეთნიკური ჯგუფების ისტორიასა და კოლონიალურ პერიოდზე.

პარკში იქნება წყლის ბაღები და კასკადები, ჩანჩქერები და აუზები.

 

ბრიტანეთის საკურორტო ქალაქ ბორნმუტში მყოფი დამსვენებლები ყოველ წვიმიან დღეში 10 გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 13 ევრო) მიიღებენ.

მიმდინარე წლის აპრილსა და ივნისში ქვეყანაში, დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. ივლისის პირველ კვირაში ბორნმუტში მთელი თვის ნორმაზე მეტი ნალექი დაფიქსირდა.

ასეთ ვითარებაში, დამსვენებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირების ფონზე, მცირე ოტელის Arlington-ის მფლობელმა თავის კლიენტებს შესთავაზა კომპენსაციის გადახდა თითოეულ ისეთ დღეზე, როდესაც ისინი წვიმის გამო პლაჟზე წასვლას ვერ შეძლებენ.

Arlington-ში ერთი დღე-ღამით გაჩერების ღირებულება ერთ ადამიანზე 69 ევროდან იწყება.

კომფორტაბელური, მყუდრო, ოჯახური ტიპის სასტუმრო “ამირანი” მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მ. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, 50 მეტრის დაშორებით ზღვიდან, ბულვარსა და სამთავრობო დაწესებულებებისაგან. სასტუმრო განთავსებულია 3 სართულიან შენობაში, სადაც განლაგებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, მინი ეზო. სასტუმროში არის 8 ნომერი, აქედან 6 ლუქსის ტიპის და ორი ჩვეულებრივი. ყველა ნომერი აღჭურვილია აბაზანით, ტელევიზორით, ტელეფონითა და მინი-ბარებით. სასტუმროს ღირებულებაში შედის დილის საუზმე, ე.წ. “შვედური მაგიდა”, თქვენ აქ გელოდებათ უგემრიელესი, მრავალფეროვანი საუზმე შეჯერებული ქართული ტრადიციული და ევროპული კერძებით. მსურველს შეუძლია შეუვკეთოს 3-ჯერადი კვება, ასევე ნებისმიერი კერძი თუ ნამცხვარი. რესტორანი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში კერძებს მოგართმევენ ნომერშიც, რადგან ნომრების განლაგება და სიდიდე იძლევა საშუალებას მიირთვათ ნომერში და თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

სასტუმრო „რივიერა“ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გადაჰყურებს მდინარეს და იშლება მთელი თბილისის პანორამა. ის მდებარეობს მყუდრო ადგილას, მეტრო ისანსა და ორთაჭალის ავტოსადგურს შორის. ქალაქის ცენტრში მისაღწევად საჭიროა 4 წუთი , აეროპორტამდე 10წუთი. სასტუმრო სამ სართულიანია, არის 12 ნომერი, აქედან 2 ლუქსი, 8 ნახევრად ლუქსი და 2 სტანდარტული. ნომრებში შესაძლებელია 3 კაცის განთავსება. არის სატელიტური ტელეარხები, საკაბელო ტელევიზია, კონდენციონერი, ცენტრალური გათბობა, შიდა ტელეფონები, WiFi, ეზოში ზაფხულობით ფუნქციონირებს აუზი. ავტოფარეხი 3 მანქანაზე, ასევე ქუჩაში შესაძლებელია მანქანების პარკირება 24 საათის განმავლობაში. მუშაობს 24 საათიანი დაცვა, ტრანსპორტით მომსახურება. სასტუმროში ფუნქციონირებს კაფე. ნომრების ფასი იწყება 37$–დან 91$–მდე შესაბამისი კურსით ლარებში. სრულყოფილ ფასში შედის დილის საუზმე.

მუზეუმი Beatlemania, რომელიც ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრია, დაბალი მოთხოვნის გამო იხურება. მუზეუმი, რომელიც 2009 წლის მაისში გაიხსნა, დღემდე მხოლოდ 150 ათასმა დამთვალიერებელმა მოინახულა, მასში ჩადებულმა ინვესტიციებმა კი 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.

დაბალი პოპულარობა მუზეუმის დახურვის მთავარი მიზეზი გახდა – ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი არ ყოფნის.

კოლექცია, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და 1300 კვადრატულ მეტრს იკავებს, 1000-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც „დიდ ოთხეულს“ უკავშირდება. მუზეუმი The Beatles-ის შესახებ 1960-ანი წლებიდან მოგვითხრობს, როდესაც მუსიკოსები, ჯგუფის დაშლამდე, რეგულარულად გამოდიოდნენ ჰამბურგის კლუბებში.

შენობის პირველ სართულზე კაფე და მაღაზია მდებარეობს, სადაც ჯგუფის სუვენირებისა და სიმბოლიკის, ასევე მათი აუდიო და ვიდეოჩანაწერების შეძენაა შესაძლებელი.

შრი-ლანკაზე სამ ფრანგ ტურისტს სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა ბუდას ქანდაკებასთან შეურაცხმყოფელი ფოტოების გადაღების გამო. ტურისტებს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.

აღნიშნულ ფოტოებზე ერთ-ერთი ფრანგი ქალბატონი ბუდას ქანდაკებას ტუჩებში კოცნის, მამაკაცი კი მისი პოზის იმიტირებას ცდილობს. როდესაც მოგზაურები ფოტოების დაბეჭდვის მიზნით ფოტოსტუდიაში მივიდნენ, სტუდიის მფლობელმა სურათები შეურაცხმყოფლად მიიჩნია და პოლიციას მიმართა.

ტურისტებს ბრალი დაკავების დღესვე წაუყენეს. 6-თვიან პატიმრობასთან ერთად მათ 5-წლიანი პირობითი სასჯელიხ მიუსაჯეს. რაც შეეხება ფულად ჯარიმას, თითოეულ ტურისტს დაახლოებით 11 დოლარის გადახდა მოუწევს.

ბუდიზმი შრი-ლანკაში გაბატონებული რელიგიაა. მისი მიმდევრები ქვეყნის 20-მილიონიანი მოსახლეობის 70%-ს შეადგენენ და ისინი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ ბუდას მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას უცხოელების მხრიდან.

ორი წლის წინ ხელისუფლებამ გააუქმა ამერიკელი რეპერის ეიკონის კონცერტი. ამის მიზეზი შემსრულებლის ვიდეოკლიპი გახდა, რომელშიც ნახევრად შიშველი ქალი ბუდას ქანდაკების წინ ცეკვავს.

 

სოციალურმა ქსელმა Facebook–მა თავისი ყველაზე ასაკოვანი მომხმარებელი გამოავლინა. იგი 101 წლის ფლორენს დეტლორია. მას მენლო–პარკში (კალიფორნიის შტატი) მდებარე კომპანიის შტაბ–ბინაში საზეიმო მიღება მოუწყვეს, რომელსაც ქსელის შემქმნელი მარკ ცუკერბერგიც ესწრებოდა. დეტლორი Facebook–ზე 3 წლის წინ, 2009 წლის აგვისტოში დარეგისტრირებულა.

Page 7 of 15« First...56789...Last »