Page 6 of 15« First...45678...Last »

სასტუმრო ანატა მდებარებს ძველი თბილისიდან 3-4 კილომეტრში, შერვაშიძის ქუჩაზე. სატუმრო ახალია და ძალიან მყუდრო. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს კერძები. ჩვენი მთავარი მიზანია სტუმარმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში.
სასტუმრო მოიცავს სულ 6 ნომერს და რესტორანს.
ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით.
ყველა ნომერში არის, ცენტრალური გათბობა, კონდეციონერი, ცხელი წყალი და საკაბელო ტელევიზია.
სასტუმროს ფასები: 60-120 ლარი
საფასურში შედის საუზმე

მყუდრო სასტუმრო “დუტა” ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში, ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, გთავაზობთ ყველა პირობას თქვენი უზრუნველი და სასიამოვნო დასვენებისათვის. სასტუმროს შეუძლია ერთდროულად 30 დამსვენებელის მიღება. ხელმისაწვდომი ფასები და თანამედროვე ინტერიერი, მაღალი ხარისხის სერვისი, კონდიცირებული ოთახები, კაბელური ტელევიზია, ინტერნეტი (LAN, WiFi), საკონფერენციო დარბაზი, კაფე, ავტომომსახურება და ექსკურსიები სურვილის მიხედვით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში ლონდონმა პარიზს პირველობა წაართვა.

საიტ TripAdvisor-ის კვლევის თანახმად, ლონდონში საღამოს გატარების ღირებულება – ესაა ნომერი 4-ვარსკვლავიან სასტუმროში, ვახშამი, ბოთლი ღვინო და ტაქსით 4 მილის მანძილზე გადაადგილება – 330 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოსლოში იგივე პაკეტში 320 გირვანქის გადახდაა საჭირო. მესამე პოზიციაზე კი ციურიხია. რაც შეეხება გასული წლის რეიტინგის ლიდერს, პარიზს, მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფად საღამოს გატარება ვიეტნამის ჰანოიშია შესაძლებელი, სადაც ეს სიამოვნება სულ რაღაც 90 გირვანქა სტერლინგი ღირს.

საიტზე განხილული იყო იმ ქალაქების ფასები, რომლებიც ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად ითვლება. ყველაზე ძვირადღირებულ 20 ქალაქს შორის შვიდი ევროპულია.

ევროპის მასშტაბით საღამოს ყველაზე იაფფასიანი პაკეტი ბუდაპეშტშია: ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა იქ 123 გირვანქა სტერლინგი დაგიჯდებათ.

 

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში, რომელიც პეკინიდან სამხრეთ–დასავლეთით, 1480 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თემატური რესტორანი გაიხსნა, რომელიც გაფორმებულია, როგორც ავიალაინერი Airbus A380.

მასში მომუშავე ოფიციანტებმა სტიუარდების კურსები გაიარეს, და მომხმარებელს ისევე უმასპინძლდებიან, როგორც ბორტგამცილებლები თვითმფრინავის სალონში ავიამგზავრებს ემსახურებიან.

რესტორანს ერთდროულად 100–ზე მეტი ადამიანის მიღება შეუძლია. ინტერიერის აბსოლუტურად ყველა დეტალი – ავეჯით დაწყებული და სანათებით დასრულებული – იმის ანალოგიურია, რომელთაც ნამდვილ თვითმფრინავებში შეხვდებით.

თუმცა „მიწიერ“ თვითმფრინავში შესვლა რეალურ ლაინერთან შედარებით გაცილებით ძვირი სიამოვნებაა: მასში ყვეაზე ძვირადღირებული ადგილების დაჯავშნა ადამიანზე 1570 დოლარი ღირს.

 

ტურიზმის აქტიური განვითარების გამო სეიშელის კუნძულების უნიკალურ ეკოლოგიურ სისტემას განადგურება ემუქრება. სეიშელელი ეკოლოგის ბობი ბრესონის განცხადებით, კიდევ 20-30 წელი და სეიშელი მეზობელი მავრიკიისა და რეიუნონის ბედს გაიზიარებს, სადაც ბუნებრივი გარემოდან თითქმის არაფერი დარჩა.

„ჩვენს კუნძულებზე, განსაკუთრებით ყველაზე მსხვილებზე, შეუჩერებელი მშენებლობები მიმდინარეობს, შენდება სასტუმრო კომპლექსები. შედეგად, ზღვის მყუდრო უბეები კლდეებთან, პლაჟებთან და ქოქოსის პალმებთან ერთად „დიდი შენობების“ მახინჯ ჩარჩოებში ექცევა,“ – აცხადებს ეკოლოგი.

მისი თქმით, ამის ნაცვლად აუცილებელია მცირე ბუნგალოების მშენებლობა ბუნებრივი მასალების, ხისა და ქვისგან, რომლებიც მიწის მასშტაბურ სამუშაოებსა და მსხვილი კომუნიკაციების გაყვანას არ მოითხოვს.

სპეციალისტის განცხადებით, მყიფე ბუნებას გამოუსწორებელი ზარალი ადგება, რადგან ტურისტებით გადატენილი ავტობუსები ვიწრო გზებს ხერგავენ, ბუნება კი ნაგვით ივსება.

სასტუმრო “აისბერგი” მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სასტუმროში შექმნილია მყუდრო და ოჯახური გარემო. გამოირჩევა ლამაზი, სასიამოვნო ინტერიერით და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით. სასტუმროს გააჩნია მაღალი კლასის ოთახები, ყველა ნომერში მოქმედებს შიდა ტელეფონი და სატელიტური ტელევიზია, ასევე ოთახებში ფუნქციონირებს მინი ბარი. სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს დიდი ბარი. სასტუმროში არის ინტერნეტი (wi-fi), ცენტრალური გათბობა, ცხელი და ცივი წყალი. სასტუმროს და მის მიმდებარე ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს ვიდეო თვალი. სასტუმროს სახურევზე არის ღია ვერანდა, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. ვერანდაზე ზაფხულის პერიოდში მოქმედებს საზაფხულო კაფე–Sky Bar.

სასტუმრო „ბონი“- განლაგებულია ოთხსართულიან კომფორტულ შენობაში, ნომრები აღჭურვილია თანამგზავრული ანტენის მქონე ტელევიზორებით, ტელეფონებით, რითაც შგიძლიათ დაუკავშირდეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.

სასტუმროს პირველ სართულზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ევროპული ტიპის რესტორნით და კაფე-ბარით, სადაც შემოგთავაზებენ სასმელებისა და კოქტეილების ნაირსახეობას, გაგიმასპინძლდებიან ევროპული და ქართული კერძებით.

სასტუმროს გააჩნია საკონფერენციო დარბაზი 60 ადამიანზე.

სასტუმროში განთავსებულია საბილიარდე მაგიდა, საუნა, სამასაჟო კაბინეტი და საცურაო აუზი.

სმარტფონების მფლობელთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უცხოეთში მოგზაურობისას Wi-Fi -ს საშუალებით ინტერნეტში შესვლაა, რათა როუმინგის მაღალი ტარიფები თავიდან აიცილონ. არის ქვეყნები, სადაც უსადენო ინტერნეტი ტყეებშიც კი მუშაობს. თუმცა ზოგიერთ ქალაქში ჰოთ-სტოპები სრულიად მოულოდნელ ადგილებშია დამონტაჟებული.

ახლახანს ბლოგ Fon-ზე იმ 5 ყველაზე უცნაური ადგილის რეიტინგი გამოქვეყნდა, საიდანაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი.

სიის ლიდერია სასაფლაო Oak Grove ქალაქ Paducah-ში, ამერიკის კენტუკის შტატში. ჰოთ-სტოპის მომწყობი კომპანიის განცხადებით, ეს ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ სასაფლაოზე მსოფლიო დონის მეცნიერ-მედიკოსები არიან დაკრძალულნი და ინტერნეტი მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე განთავსდა ევერესტი. დედამიწის უმაღლეს წერტილში ინტერნეტის „აყვანა“ შვედურმა სატელეფონო კომპანიამ გადაწყვიტა. მთაზე ინტერნეტით სარგებლობა მოგზაურებს 5200 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ.

სიის მესამე ადგილზეა ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც უსადენო ინტერნეტით სარგებლობა 2005 წლიდანაა შესაძლებელი: მოდრეიფე სადგურ ბარნეოზე ქსელი Intel-ის მოსკოვის ოფისის ორმა თანამშრომელმა „ჩაიტანა“.

დღეისათვის უსადენო ინტერნეტი ხელმისაწვდომია უდაბნოშიც. ამისთვის შექმნილია სპეციალური, მზის ბატარეებზე მომუშავე მიმღებები. ინტერნეტი ასევე აღწევს კოსმოსურ ხომალდებში – მათი შემქმნელები კოსმოსური ტურიზმის განვითარებისთვის ნიადაგს ამზადებენ.

ინტერნეტით სარგებლობის ღირებულება შევა ბილეთის ფასში, რომელიც 200 ათას დოლარს მიაღწევს.

დუბაიში ახალი ტურისტული ობიექტი Dubai Landmark-ი, იგივე Al Berwaz-ის კოშკი აშენდება. ახალი ნაგებობა რაიონ Zabeel Park-ში გამოჩნდება და მისი ღირებულება 32,7 მილიონი დოლარი იქნება. ავტორების ვარაუდით, ახალი საკულტო ტურისტული ობიექტი დამატებით 2 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.

მშენებლობის დაწყების ბრძანება მისმა აღმატებულებამ მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმმა, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა გასცეს.

პროექტის შემუშავებას და განხორციელებას დუბაის მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს. კოშკის სიმაღლე 150 მეტრი იქნება, სიგანე კი 105 მეტრი. მისი მშენებლობა 4 თვის შემდეგ დაიწყება და 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

იდეის ავტორების განცხადებით, კოშკი დუბაის მიმზიდველობას გააძლიერებს და ადგილობრივ და საერთაშორისო მენეჯერებს ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს. კონსტრუქციას თაღის ფორმა ექნება, რაც საემიროების განვითარების მაღალ სტანდარტებს გაუსვამს ხაზს. მას ძველი დუბაიდან ახალ დუბაიში გაჭრილი ფანჯრის ფუნქცია დაეკისრება. კოშკის საძირკველში განთავსდება მუზეუმი და ქალაქის ხედების ფოტოების გამოფენა.

ლონდონის ცნობილი სავაჭრო ცენტრი Harrods-ი, რომელიც ყოველწლიურად 15 მილიონ ტურისტს ემსახურება, მალე ლუქს-კლასის სასტუმროების ქსელს აამუშავებს.

სასტუმროები იგივე ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. შეგახსენებთ: სავაჭრო ცენტრის გარდა, Harrods Group-ში შედის Harrods Bank-ი, Harrods Estates-ი, Harrods Aviation-ი და Air Harrods-ი.

Harrods-ის პირველი ოტელები ლონდონში, Chelsea Barracks-ში და სარდინიაზე გაიხსნება. სასტუმროების მშენებლობა ასევე დაგეგმილია პარიზსა და ნიუ-იორკში. კომპანია საკუთარი ბრენდის შეტანას ჩინურ ბაზარზეც აპირებს.

Page 6 of 15« First...45678...Last »