Page 5 of 15« First...34567...10...Last »

“Diamond” სრულიად ახალი სასტუმრო თბილისში. კომფორტული აივნით, აბაზანა, შხაპი კაბინაში, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით და ყველაფერი რაც გჭირდებათ, მზად ვართ მოგესალმოთ ნებისმიერ დროს. ყველა ოთახს აქვს სველი წერტილები, ოთახები გაწყობილია თანამედროვე დიზაინით, სასტუმროს აქვს საკუთარი უნიკალური სტილი და ავეჯეულის უზრუნველყოფის არჩევანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

“Diamond”  სასტუმრო მდებარეობს მეტრო «300 არაგველი». 5 წუთში მანქანით შეგიძლიათ მიღწევა ცენტრალურ მოედანზე, რუსთაველის გამზ. და კოლორიტულ უბანში, ძველ თბილისში, რომელიც მდებარეობს სამეზობლოში.საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 15 წუთის სავალია მანქანა.
მომსახურება სასტუმროში:

Wi-Fi
24 საათიანი დაცვა
საკაბელო ტელევიზია
საუზმე
ტელეფონი, უფასო ადგილობრივი ზარები
ოთახი სამსახური
ცენტრალური გათბობა
სეიფი ადმინისტრატორთან
კონდიციონერი
ტაქსი და აეროპორტში დახვედრა
საშხაპე სალონში
ავია ბილეთების დაჯავშნა
ფენი

ბათუმის „ შერატონი “ შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 – 10 წუთის გზაა.

სასტუმრო შერატონ ბათუმში 203 ოთახი და სუიტია, მათ შორის 21 სართულზე მდებარე 300 კვ. მეტრიანი პენთჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოთ შერატონისათვის შექმნილი სვით-სლიფერ საწოლებით.

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სეულის Incheon-ი დასახელდა, რომელიც შარშან მხოლოდ მესამე იყო. რეიტინგს ბრიტანული კვლევითი კომპანია Skytrax-ი აქვეყნებს. გასული რეიტინგების ყველაზე ხშირი ლიდერი, ჰონგკონგის აეროპორტი კი მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილი სინგაპურმა შეინარჩუნა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ამსტერდამი, პეკინი, მიუნჰენი, ციურიხი, კუალა-ლუმპური, ვანკუვერი და ნაგოა.

აღმოსავლეთ ევროპის „საჰაერო კარიბჭეებს“ შორის პირველი ადგილი მოსკოვის დომოდედოვომ უკვე ზედიზედ მესამედ დაიკავა. მას ბუდაპეშტი და შერემეტიევო მოსდევენ.

შემდეგ მოდის ასტანა და ტალინი.

მომსახურების ხარისხის კვლევა ერთი წლის განმავლობაში, 12 მილიონზე მეტი მგზავრის გამოკითხვის შედეგად მიმდინარეობდა. მსოფლიოს 388 აეროპორტი 39 კრიტერიუმით ფასდებოდა.

სხვადასხვა კატეგორიაში სხვადასხვა გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მაგალითად, ნომინაციაში „საუკეთესო ტრანზიტული აეროპორტი“ და „გართობა აეროპორტში“ სინგაპურმა გაიმარჯვა, ტოკიოს Narita-ში კი პირველი აღმოჩნდა უსაფრთხოების კონტროლის პროცედურა. ტერმინალების სისუფთავის მიხედვით ლიდერი ჰონგკონგია. ლონდონის Heathrow-ში კი Duty Free-ს საუკეთესო მაღაზიებია.

უახლესი მონაცემების მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროს ოტელები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. მათში განთავსების საშუალო ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 192,88 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის ფასებზე 50%-ით მეტია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ოტელების დაჯავშნის საიტის HRS-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის, 2016 წელს კი ოლიმპიური თამაშების გამართვას უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციულმა კარნავალმა წელს მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი მიიზიდა.

განთავსების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ოტელებშიც გაიზარდა. ლონდონში ერთი ღამის გატარება 100 გირვანქა სტერლინგი ღირს, ლივერპულში კი ფასებმა 12,55%-ით, საშუალოდ 71,57 გირვანქამდე მოიმატა.

მაიამიში ფასები 98 გირვანქამდე, მეხიკოში კი 85 გირვანქამდე გაიზარდა. მოსკოვის სასტუმროებში განთავსების ღირებულება საშუალოდ 122 გირვანქა სტერლინგია, ციურიხში 116 გირვანქა.

ყველაზე იაფფასიანი შეთავაზებები კი ბანგკოკის, პრაღისა და პეკინის სასტუმროებს აქვთ, სადაც ღამის გათენება 50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

შემცირდა ათენის, ოსლოსა და ლისაბონის ფასები, რაც ტურისტების რიცხვის შემცირებასა და საზოგადოებრივი არეულობების გახშირებას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით სასტუმროებში ფასებმა დაიკლო ბუენოს-აირესსა და მუმბაიში.

„კემპინსკის“ სასტუმროების ჯგუფი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კამპანიას იწყებს სახელწოდებით BE („ყოფნა“). ესაა იურიდიულად დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს აივ/შიდსის ინფექციის, ტუბერკულოზისა და მალარიის გავრცელებას, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია.

ახალი კომპანია გეგმავს საერთაშორისო მართვაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესებას, რადგან მათთვის გაცილებით იოლია სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

კამპანია BE-ს პირველი პროექტი ტაილანდში ამოქმედდა. მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს აივ-ინფექციისა და ტუბერკულოზის არსი გააცნონ და მათი პროფილაქტიკის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.

„კემპინსკიმ“ სოციალური პასუხისმგებლობისთვის მეტი ყურადღების დათმობა საკუთარი ქსელის განვითარებასთან ერთად გადაწყვიტა.

ასოციაცია BE-ს მმართველი დირექტორის კარინ ვიტვერის განცხადებით, „ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში ჯანმრთელობა გარანტირებული ფასეულობაა, ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში – აფრიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში კი ჯანმრთელობა ნამდვილ ფუფუნებად მიიჩნევა.“

სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სასტუმრო „ვოიაჟს“.სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ძღვის სანაპიროდან 200 მეტრის დაშორებით, კინოთეატრ „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სასტუმოში 5 ნომერია, მათ შორის 3 სტანდარტული 3 სტანდარტული სამ ადგილიანი, 2 ორადგილიანი ლუქსი.
ყველა ნომერშია ინტერნეტი, ტელევიზორი, ტელეფონი, სეიფი, მინიბარი, კონდიციონერი და კომფორტული აბაზანა. სასტუმროს ორიგინალური დიზაინი აუცილებლად შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას. სასტუმროს მომსახურებაში შედის რეცხვა და დაუთოვება. სასტუმროს გააჩნია ავტოსადომი, საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების სისტემა და ბილეთების დაჯავშნა.

სასტუმრო „Alliance Hotel” მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში,
საბურთალოზე , ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასტუმრო განთავსებულია 3
სართულზე. პირველ სართულზე მდებარეობს მისაღები, სასადილო, ბარი, კაფე
მწეველთათვის , სამზარეულო, ბუხარი, მოსასვენებელი ადგილი , საზაფხულო
ბარი ეზოში.
მეორე და მესამე სართულზე განლაგებულია 12 კეთილმოწყობილი
სტანდარტული ოთახი ფართობით 15კვმ–22კვმ . სასტუმროს აქვს უფასო
ავტოსადგომი 8 ავტომობილზე. ბილიარდი.
სასტუმროში დაგხვდებათ თბილი, კომფორტული გარემო. კვალიფიციური,
ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი.

ნომრის მომსახურება:
კონდენცირება
გათბობა
ინტერნეტი wi-fi
პლაზმური ტელევიზორი
სატელიტური არხები
ტელეფონი
სააბაზანო აქსესუარები
მაღვიძარა სერვისი

სასტუმროს მომსახურება:
ტრანსფერი
24 საათიანი მომსახურება
ბარი
კაფე მწეველთათვის
სასადილო
საზაფხულო ბარი
ფაქსი, ქსეროქსი, პრინტერი,სკანერი
საექსკურსიო მომსახურება
გიდი
ავტომობილების გაქირავება

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში ტურიზმის განვითარების მიზნით 350 მილიონი შეკელი (დაახლოებით მილიარდ სამასი ათასი დოლარი) გამოიყოფა.

ისრაელის დედაქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების რენოვაციის გეგმა ითვალისწინებს ახალი პარკების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეგმა 6 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ასევე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისრაელის მიწის რესურსების სამმართველო მიწის ნაკვეთებს გამოათავისუფლებს, რათა პოლიციისა და ჯარის ვეტერანებისთვის საცხოვრებლები ააგოს.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები იერუსალიმში ინვესტიციების დაბანდების ტრადიციის გაგრძელებაა.

„ეს ინვესტიციები ფოკუსირებულია გლობალური ტურიზმის მოზიდვისკენ და ისრაელის დედაქალაქის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მთელი წლის განმავლობაში დასვენებაზე ფიქრი ადამიანს სამუშაო დღეებს უხალისებს, თუმცა ხშირად მეუღლეების წარმოდგენები შვებულებაზე ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამოკითხვის შედეგად, რომელში მონაწილეობაც 2 ათასმა ადამიანმა მიიღო, აღმოჩნდა, რომ წყვილების ნახევარზე მეტი დასვენების ადგილს მშვიდად ვერ არჩევს. 37% კი ამ თემაზე დაჯავშნამდე ჩხუბობს.

ტურისტული კომპანია Ebookers-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ წყვილების უთანხმოების ძირითადი მიზეზები ბიუჯეტი და შვებულების ხანგრძლივობაა.

ამასთან, ქალები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი დასვენებას უფუჭებთ, მამაკაცებს კი აღიზიანებს ყველაფერი, რაც პლაჟს უკავშირდება.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, წყვილების 56% ამტკიცებს, რომ დასვენების შემდეგ მათი ურთიერთობა უმჯობესდება.

მათი 74%-ის აზრით, რომანტიკული შვებულების გატარება ზღვასთანაა უმჯობესი.

ყოველმა მეოთხე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში არის კურორტები, რომლებიც მათ ყველაფერს სთავაზობენ, რაც საჭიროება, და რომ ის აბსოლუტურად კმაყოფილია.

ავსტრალიის ტურიზმისა და ექსპორტის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში ტურიზმის დარგის თანამშრომელთა მწვავე დეფიციტია. ამჟამად თავისუფალია 36 ათასზე მეტი ადგილი სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება ტურიზმს, 2015 წლისთვის კი, საბჭოს პროგნოზით, ამ ციფრმა შესაძლოა 56 ათასს მიაღწიოს.

სფეროს კვლევებმა აჩვენა, რომ კადრების დეფიციტი არა იმდენად ტურისტულ სააგენტოებშია, რამდენადაც სასტუმრო სექტორში, რესტორნებსა და ბარებშიც კი, რომლებიც ტურისტულ ზონებშია განთავსებული. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ „მუშახელის“ სიმცირეზე, არამედ პროფესიონალური უნარ-ჩვევების არარსებობაზე.

შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებაში ავსტრალიელებს სხვა ქვეყნების მოქალაქეები დაეხმარონ: წელს ევროპის ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ესპანეთიდან და ირლანდიიდან, „ეკონომიკური ლტოლვილების“ დიდი ტალღა შეინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ავსტრალიის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, მთავრობისგან სპეციალური ვიზის working holiday visa-ს კიდევ ერთი წლით გაგრძელებას მიაღწიონ იმ პირთათვის, რომლებიც ადგილობრივ ტურბიზნესში ერთი წლის განმავლობაში თვეზე დიდხანს მუშაობდნენ.

Page 5 of 15« First...34567...10...Last »