Page 3 of 1512345...10...Last »

სასტუმრო მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტისა და რკინიგზის სადგურიდან 15 წუთის, საზღვაო სადგურისა და ქალაქის პლაჟიდან – 10 წუთის სავალზე.

შენობის საერთო ფართი – 5000 კვ.მ, შიდა ეზო და მიწის ნაკვეთი – 2200 კვ.მ მდებარეობს ორ, ვახტანგ გორგასალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის.

ეზო ემიჯნება და საკუთარი გასასვლელი აქვს “პიაცა”-ს მოედანზე. ტერასებიდან იშლება ბათუმის ზღვის უბისა და ირგვლივ მდებარე მთების არაჩვეულებრივი ხედები. ამჟამად სასტუმროში მოქმედებს 18 ნომერი: 9 სტანდარტული და 9 ლუქსი.

ბიზნეს კლასის საუკეთესო სასტუმრო ეკონომიური ვარიანტით აშენდა 2009 წელს, თბილისის აღმოსავლეთით ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, რომელსაც ერთ მხარეს ესაზღვრება ლამაზი მთები, მეორე მხარეს ფიჭვნარი ბულვარი.ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ -10 წუთში, აეროპორტამდე 25 წუთში.

სულ 11 ნომერია

6 – ერთ ადგილიანი, ფართო საწოლით
2 – ორ ადგილიანი
3 – საოჯახო (მაქსიმუმ 3 ადამიანი)

ფასები: 30 $ დან 50$ მდე.

ნომერში: სააბაზანო ოთახი აბაზანით,ფენი, კონდიციონერი, გათბობა,ციფრული ტელევიზია, ტელეფონი,

ოთახში ინტერნეტი, იატაკი-პარკეტი.

ოთახების დალაგება -ყოველდღიურად

თეთრეულის გამოცვლა კვირაში 2ჯერ.

room service 24 საათი.

ბარი სასტუმროს ჰოლშია, საუზმე შეკვეთით 5$, ასევე თქვენი შეკვეთით იაფად მოგიმზადებენ სადილს და ვახშამს. სასტუმროს უკანა ეზოში არის დაცული ავტოსადგომი.

ერთ კვარტალში მდებარეობს რესტორანი “კაია” რომელსაც აქვს საკონფერენციო დარბაზი. გადახდილი მომსახურების ვადაა 12-საათამდე.

ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ახალი კურორტი აშენდება. ხორვატიული გამოცემის Jutamji List–ის მონაცემებით, მდიდრული კურორტის აშენებას ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი აპირებენ.

კურორტი კუნძულ ბრიუნის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. მას Barabriga ერქმევა და რამდენიმე ოტელსა და პლაჟის ვილას გააერთიანებს. იქვე იქნება იახტების გასაჩერებელი ადგილი და გოლფის სათამაშო მოედანი. პროექტის ღირებულება 85 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

სასტუმროთა ჯგუფმა „კემპინსკიმ,“ ასევე კომპანიებმა Marshfield Energy–მ და Stadtwerke Mainz–მა, სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის, კონსალტინგური კომპანია შექმნეს.

„კემპინსკი“ მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ენერგო–კომპანია მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიის საჭიროებისთვის შექმნა.

კომპანიის სახელწოდება KREEN იშიფრება როგორც Kempinski Renewable Energies – „განახლებადი ენერგიის წყაროები კემპინსკისგან.“

სასტუმროების მფლობელებსა და ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა, KREEN–ს განახლებადი ენერგიის სფეროდან კონსულტაციებისთვის, ასევე პროექტ–მენეჯმენტისა და დაგეგმარებისთვის მიმართონ.

ახალი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება პროექტები „კემპინსკის“ სასტუმროებისთვის, რათა შეიქმნას მკაფიო სტანდარტები გარემოს დაცვის სფეროში.

ახალი ოტელების გახსნის დროისთვის KREEN–ი მათ მფლობელებს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების სტანდარტების დანერგვაში, ასევე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციაში.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, მომავალში „კემპინსკის“ სასტუმროების მაღალი სტანდარტები გარემოს დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

„კემპინსკის“ ჯგუფის პრეზიდენტის რეტო ვიტვერის განცხადებით, გარემოს დაცვისადმი შეგნებული დამოკიდებულება არა მხოლოდ სოციალური და ეკოლოგიური მიდგომებიდან, არამედ ეკონომიური მოსაზრებებიდანაც გამომდინარეობს, რადგან KREEN–ი „კემპინსკის“ უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტორების თვალში.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, დაზოგოს ენერგოხარჯები.

თავდაპირველად KREEN–ის სერვისები ექსკლუზიურად „კემპინსკის“ ოტელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მის უფრო გრძელვადიან გეგმებში კი სხვა სასტუმრო ქსელების კონსულტირებაც შედის.

სასტუმროთა ჯგუფმა Hyatt–მა Hyatt Summerfield Suites–ის 38 ოტელისა და 15 Hotel Sierrа–ს რებრენდინგის შესახებ განაცხადა. ისინი მუშაობას ახალი ბრენდის – Hyatt House–ის ქვეშ დაიწყებენ, რომელიც 2011 წლის ბოლოს ამუშავდა.

ახალი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება სასტუმრო სერვისის მიწოდებას მასში ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტურისთვის.

Hyatt House–ის სასტუმროებში მომხმარებელს სამი კატეგორიის აპარტამენტებს სთავაზობენ – სტუდიას მცირე სამზარეულოთი, სუიტებს ცალკე სამზარეულოთი და ერთი ან ორი საძინებლით, და ტრადიციულ ნომრებს სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, საძინებლითა და მისაღებით.

გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია დასვენების კომფორტული ზონა, სადაც სამშაბათიდან ხუთშაბათამდე სტუმრებისთვის ღონისძიებები ტარდება. ამ დროს კლიენტებს ცხელ და ცივ საჭმელებს, ასევე ლუდსა და ღვინოს უფასოდ სთავაზობენ.

რებრენდინგის შედეგად, რომელიც 2012 წლის ბოლოს დასრულდება, Hyatt House–ი აშშ–ის 16 შტატში 53 ოტელი გაერთიანდება. გარდა ამისა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.

სასტუმრო “რჩეული ვილა” ბათუმის ძველ უბანშია განთავსებული. მისი მდიდრული ინტერიერი და ძვირფასი ავეჯით მოწყობილი ოთახები არაჩვეულებრივ გარემოს შეგიქმნით დასვენებისთვისაც და საქმაინი მივლინებისთვისაც. ,,რჩეულ ვილას” აქვს ყველა საჭირო ატრიბუტით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ბიზნეს შეხვედრები. სასტუმრო აგრეთვე გთავაზობთ ტურ-პაკეტებს, რომლის საშუალებითაც თქვენ უკეთ გაეცნობით და დაათვალიერებთ აჭარის რეგიონს.

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მხოლოდ სამასი მეტრის დაშორებით ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან.
ჩვენი სასტუმროს ტრადიციები სათავეს იღებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია სერვისის დახვეწასა და სრულყოფაზე.
„თბილოტელი“ წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო, 24 საათიანი სერვისით.
18 კომფორტული ნომერი, მათ შორის სტანდარტული, ნახევრადლუქსის და ლუქსის ტიპის, აივნებით, სატელიტური ტელევიზიითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ქმნის სასტუმროს მომხიბვლელს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტებისათვის.
სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს 25 კაცზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-კონფერენციისა და თარგმნის სისტემებით. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბიზნეს ივენთებისა და შეხვედრების, ასევე ტრენინგების გასამართად. სასტუმროს ასევე გააჩნია მცირე შეხვედრების დარბაზი 10 კაცზე და საქმიანი ოთახი, აღჭურვილი ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.
„თბილოტელი“ სტუმრებს უფასოდ სთავაზობს მდიდარ საუზმეს, ოთახსა თუ ოჯახური გარემოს ტიპის ბარ-რესტორანში. ბარ-რესტორანში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.

პორტუგალიის ქალაქი პორტუ 2012 წელს ევროპის საუკეთესო ტურისტულ ქალაქად დასახელდა. ასეთი შედეგებით დასრულდა კონკურსი, რომელიც ორგანიზაცია „ევროპული მომხმარებლის არჩევანმა“ ჩაატარა.

სამი თვის განმავლობაში 212 ათასზე მეტი ადამიანი ონლაინ–რეჟიმში აკეთებდა არჩევანს ევროპის 20 უმსხვილეს ტურისტულ ქალაქს შორის.

ყველაზე მეტი ხმა პორტუგალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე ქალაქმა პორტუმ მიიღო.

ქალაქის აღწერილობაში ნათქვამია, რომ პორტუ ყველა სტუმარს ატყვევებს, დაწყებული თავგადასავლების და ნამდვილი ისტორიის მაძიებლებით, დამთავრებული იმ ტურისტებით, რომლებსაც კოსმოპოლიტური, თანამედროვე ქალაქის აღმოჩენა სურთ.

შეგახსენებთ: Reputation Institute–ის კვლევის შედეგად, ლონდონი მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემ ქალაქად დასახელდა. აღნიშნული ტიტული ლონდონმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიიღო.

აბუ–დაბიში ცხოველებისთვის მდიდრული სასტუმრო Cloud9 გაიხსნა. სასტუმრო უკვე იღებს კატებსა და ძაღლებს, მალე კი მათ ფრინველები და რეპტილიები შეუერთდებიან.

ოტელის მფლობელი აფრა ალ დაირია, რომლისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი დაწესებულების გახსნისთვის ლიცენზიის მიცემა არ სურდა, რადგან მსგავსი საქმიანობა „არ შეესაბამება საემიროს ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს“. თუმცა ქალბატონმა მაინც განახორციელა პროექტი, რათა მიტოვებული ცხოველები შეიფაროს.

სასტუმროში ბინადრობენ არა მხოლოდ პატრონების მიერ დროებით მიტოვებული, არამედ უპატრონო ცხოველებიც, რომლებიც ქუჩაში იპოვეს.

ოტელის ყველა ნომერში არის ჰაერის კონდიციონერი, VIP–ოთახების სტუმრებს კი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრიც დახვდებათ. მელოდიური მუსიკა ცხოველებს განტვირთვასა და კომფორტულად დასვენებაში ეხმარება.

ეს საემიროებში უკვე მეორე მსგავსი სასტუმროა. ცხოველებისთვის პირველი ოტელი დუბაიში გაიხსნა და მასში ვეტერინალური კლინიკა და სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

ბაქოში ახალი 5-ვარკვლავიანი სასტუმრო JW Marriott Absheron-ი გაიხსნა, რომელიც ქალაქის ცენტრში, აზადიღლის მოედანზე მდებარეობს. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქის საუკეთესო სავაჭრო ცენტრებიდან ორიოდე ნაბიჯის დაშორებითაა განთავსებული.

ოტელში 243 ნომერია, რომელთა ფანჯრებიდან კასპიის ზღვის და ბაქოს ცენტრალური უბნების ხედი იშლება. მთელ სასტუმროში, Wi-Fi-ს საშუალებით უფასო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი. სტუმრებს ოთხი რესტორანი და ბარი, ასევე სპა-ცენტრი და ფიტნეს-კლუბი ემსახურება.

კომპლექსი 12 საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმროს ორადგილიანი ნომრით სარგებლობის ღირებულება ერთი დღე-ღამის განმავლობაში 230 მანათიდან ანუ 290 დოლარიდან იწყება.

Page 3 of 1512345...10...Last »