Page 15 of 15« First...1112131415

თბილისობა ხვალიდან თვის ბოლომდე 31-ოქტომბრამდე  ჩატარდება . მეტეხის ხიდზე „Georgian Fashion Week”-ის არაჩვეულებრივი სანახაობა მოეწყობა, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძის ნამუშევართა ჩვენებით დღეს გაიხსნა. გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, პრემიერები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონცერტები, თეატრალური პრემიერები, გამოფენენ ხალხური რეწვის ნიმუშებს და რა თქმა უნდა ქართველ გურმანებს და ქართული ეროვნული ტრადიციების მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიირთვან თბილისის ქუჩებში შემწვარი მწვადი და დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი როგორც ოჯახის ასევე ქარხნული წარმოების ღვინო.

ძალიან მალე საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტებს შეემატება მესტიის სათხილამურო კომპლექსი, რომელიც ზემო სვანეთის სასტუმროების ცნობით,  დეკემბრისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას, მათივე განცხადებით. მოგვიანებით სვანეთში იგეგმება კიდევ ერთი პროფესიონალური სათხილამუროტრასის გახსნა სოფელ უშგულში.

სვანეთი მალე უმასპინძლებს ათასობით უცხოელ და ქართველ ტურისტს. ვნახოთ როგორ დააინტერესებს განახლებული სამთო კურორტი ბაკურიანს და გუდაურს შეჩვეულ საზოგადოებას.

ბორჯომი ჩვენი ქვეყნის უძველესი ბალნეოკლიმატური კურორტია. მინერალურმა წყაროებმა, სუფთა ჰაერმა, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის სურნელმა ბორჯომს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ბორჯომის რაიონს უჭირავს 83 ათასი ჰექტარი ფართობი, აქედან 60 ათასი დაფარულია ხშირი ტყით. ფლორის სიმდიდრეზე და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს ისიც, რომ აქ 500 მდე სხვადასხვა ჯიშის ხე ხარობს. ბორჯომში დაბალი მთის კლიმატია, ზომიერად ნოტიო, რბილი, მცირეთოვლიანი ზამთრით და რბილი, ნოტიო ზაფხულით.

ბორჯომს უხვად ეფინება მზის სხივები, რომლებიც ჯამრთელობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული.  მზისა და სინათლის ერთობლივი მოქმედება ქმნის შესანიშნავ პირობებს ზამთრის პერიოდის მკურნალობისთვის.

წინა წლებისგან გასხვავებით ტურისტული ნაკადის შემოდინებით ქობულეთი, ისევე როგორც ბათუმი, განსაკუთრებულად გამორჩეულია საქართველოს სხვა დანარჩენ კურორტებს შორის. აღსანისნავია ისიც რომ დამსვენებლებით გადატვირთულია კურორტები როგორიცაა ბაკურიანი, საირმე, აბასთუმანი, ბახმარო, ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა, სიონი, ბაზალეთი, კახეთის მთიანი ნაწილი, მაგრამ ყველაზე მეტი დამსვენებელი საქართველოში მაინც შავი ზღვის კურორტებზე  შეინიშნება. ყველასათვის ნათელია რომ  ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კურორტები, მთა და ზღვა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით იყო ოდითგანვე გამორჩეული და  დღეს ჩვენი ხალხი კარგად აცნობიერებს, რომ საუკეთესო ადგილი სადაც შეუძლია არა მარტო ქალაქის სიცხეს გაექცეს, არამედ ტკბილად დასამახსოვრებელი ზაფხული გაატაროს, ეს საკუთარი ქვეყნის კურორტებია. ბევრი აშენდა, აღსდგა, მაგრამ მომავალში კიდევ ბევრია ასაშენებელი, რადგან დამსვენებელთა ნაკადს მომავალ წლებში, საქართველოში არსებული სასტუმროები ნამდვილად ვეღარ დაიტევს.

ბათუმი და მისი ახალი ბულვარი, რომელსაც ყოველდღიურად ემატება ასობით როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტი და დამსვენებელი, 31 ივლისს ათასობით მაყურებელს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი თბილისური კლუბის ბამბარუმის ორგანიზებით გაიმართება ცნობილი დიჯეის მაია ქეის  უფასო კონცერტი. მაია ქეი მთელი სეზონის განმავლობაში კლუბის  დიჯეი იქნება და უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, ხოლო 30 ივლისს კლუბი ბამბარუმი ბათუმის ახალ ბულვარში მაია დარსმელიძისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება.

კურორტი ბახმარო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, იგი გადაშლილია ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. საქართველოს კურორტებს შორის ბახმარო ყველაზე მაღალი მდებარეობის კურორტია. პირველად Myhotels.ge გთავაზობთ ორ კეთილმოწყობილ საოჯახო სასტუმრო კოტეჯს ”ბახმაროში”. კოტეჯები კომფორტულია და იქ დასვენებისათვის შესაფერისი გარემოა შექმნილი. ბახმაროში სექტემბერში შესაძლებელია მოთოვოს კიდეც, ამიტომ დასვენებისათვის, სამკურნალოდ და უსაფრთხოების თვალსაზრისით მიზანშეწონილი პერიოდია ივლისი, აგვისტო და სექტემბრის დასაწყისი. გისურვებთ ჯანმრთელობას და სასიამოვნო დასვენებას.

ჩვენს საიტზე შეიქმნა მულტისავალუტო სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის სასურველ ვალუტაში ვნახოთ და გამოვიანგარიშოთ სასტუმროების მიერ შემოთავაზებული ფასები. საიტზე რეგისტრირებულ ვიზიტორებს გაქვთ უპირატესობა დაიანგარიშოთ და გამოითვალოთ თქვენი დასვენების სავარაუდო ხარჯები. გეძლევათ “კალკულატორის” გამოყენების უფლება, აგრეთვე  შეგიძლიათ განახორციელოთ სასტუმროს დაჯავშნაwww.myhotels.ge ცდილობს თქვენთვის შექმნას კომფორტული და სასიამოვნო გარემო.

Page 15 of 15« First...1112131415