მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სეულის Incheon-ი დასახელდა, რომელიც შარშან მხოლოდ მესამე იყო. რეიტინგს ბრიტანული კვლევითი კომპანია Skytrax-ი აქვეყნებს. გასული რეიტინგების ყველაზე ხშირი ლიდერი, ჰონგკონგის აეროპორტი კი მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილი სინგაპურმა შეინარჩუნა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ამსტერდამი, პეკინი, მიუნჰენი, ციურიხი, კუალა-ლუმპური, ვანკუვერი და ნაგოა.

აღმოსავლეთ ევროპის „საჰაერო კარიბჭეებს“ შორის პირველი ადგილი მოსკოვის დომოდედოვომ უკვე ზედიზედ მესამედ დაიკავა. მას ბუდაპეშტი და შერემეტიევო მოსდევენ.

შემდეგ მოდის ასტანა და ტალინი.

მომსახურების ხარისხის კვლევა ერთი წლის განმავლობაში, 12 მილიონზე მეტი მგზავრის გამოკითხვის შედეგად მიმდინარეობდა. მსოფლიოს 388 აეროპორტი 39 კრიტერიუმით ფასდებოდა.

სხვადასხვა კატეგორიაში სხვადასხვა გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მაგალითად, ნომინაციაში „საუკეთესო ტრანზიტული აეროპორტი“ და „გართობა აეროპორტში“ სინგაპურმა გაიმარჯვა, ტოკიოს Narita-ში კი პირველი აღმოჩნდა უსაფრთხოების კონტროლის პროცედურა. ტერმინალების სისუფთავის მიხედვით ლიდერი ჰონგკონგია. ლონდონის Heathrow-ში კი Duty Free-ს საუკეთესო მაღაზიებია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>