სასტუმროები თბილისში

Page 2 of 212

სასტუმრო ანატა მდებარებს ძველი თბილისიდან 3-4 კილომეტრში, შერვაშიძის ქუჩაზე. სატუმრო ახალია და ძალიან მყუდრო. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს კერძები. ჩვენი მთავარი მიზანია სტუმარმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში.
სასტუმრო მოიცავს სულ 6 ნომერს და რესტორანს.
ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით.
ყველა ნომერში არის, ცენტრალური გათბობა, კონდეციონერი, ცხელი წყალი და საკაბელო ტელევიზია.
სასტუმროს ფასები: 60-120 ლარი
საფასურში შედის საუზმე

სასტუმრო “აისბერგი” მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სასტუმროში შექმნილია მყუდრო და ოჯახური გარემო. გამოირჩევა ლამაზი, სასიამოვნო ინტერიერით და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით. სასტუმროს გააჩნია მაღალი კლასის ოთახები, ყველა ნომერში მოქმედებს შიდა ტელეფონი და სატელიტური ტელევიზია, ასევე ოთახებში ფუნქციონირებს მინი ბარი. სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს დიდი ბარი. სასტუმროში არის ინტერნეტი (wi-fi), ცენტრალური გათბობა, ცხელი და ცივი წყალი. სასტუმროს და მის მიმდებარე ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს ვიდეო თვალი. სასტუმროს სახურევზე არის ღია ვერანდა, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. ვერანდაზე ზაფხულის პერიოდში მოქმედებს საზაფხულო კაფე–Sky Bar.

სასტუმრო ლილე მდებარეობს თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროში განთავსებული რვა ორადგილიანი , კომფორტული ნომრები, შეგიქმნიან დასვენებისათვის მყუდრო და დაუვიწყარ გარემოს.
თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი პერსონალი, რომელიც იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე და სიმშვიდეზე .
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას
საქართველოს დედაქალაქის უძველეს უბანში.

მომსახურება:
ნომრებში საკვებით მომსახურება
მინი ბარი
პლაზმური ფართოეკრანიანი ტელევიზორები
კაბელური მაუწყებლობა
თანამედროვე საშხაპეები
უკაბელო ინტერნეტ მომსახურება
გათბობა, კონდენცირება
ტელეფონი ნომრებში
რეცხვა-დაუთოვება
24 საათიანი ადმინისტრაცია

სასტუმრო „რივიერა“ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გადაჰყურებს მდინარეს და იშლება მთელი თბილისის პანორამა. ის მდებარეობს მყუდრო ადგილას, მეტრო ისანსა და ორთაჭალის ავტოსადგურს შორის. ქალაქის ცენტრში მისაღწევად საჭიროა 4 წუთი , აეროპორტამდე 10წუთი. სასტუმრო სამ სართულიანია, არის 12 ნომერი, აქედან 2 ლუქსი, 8 ნახევრად ლუქსი და 2 სტანდარტული. ნომრებში შესაძლებელია 3 კაცის განთავსება. არის სატელიტური ტელეარხები, საკაბელო ტელევიზია, კონდენციონერი, ცენტრალური გათბობა, შიდა ტელეფონები, WiFi, ეზოში ზაფხულობით ფუნქციონირებს აუზი. ავტოფარეხი 3 მანქანაზე, ასევე ქუჩაში შესაძლებელია მანქანების პარკირება 24 საათის განმავლობაში. მუშაობს 24 საათიანი დაცვა, ტრანსპორტით მომსახურება. სასტუმროში ფუნქციონირებს კაფე. ნომრების ფასი იწყება 37$–დან 91$–მდე შესაბამისი კურსით ლარებში. სრულყოფილ ფასში შედის დილის საუზმე.

სასტუმრო „პენტჰაუსი“ მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში– ავლაბარში, მეტეხის ქუჩის 12 ნომერში, მესამე და მეოთხე სართულებზე, რომელთანაც დაკავშირება ხდება კონფორტაბელური, თანამედროვე ლიფტით. სასტუმროში 23 ნომერია,მათ შორის: 4 ლუქსი და დანარჩენი 1და 2 ადგილიანი ნომრები.ოთახები მოწყობილია კომფორტული და თანამედროვე ავეჯით. თითქმის ყველა ნომერს აქვს აივანი ულამაზესი ხედით ნარიყალაზე და ძველი თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე.
მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით ბარი და რესტორანი ტერასით საიდანაც იშლება ძველი და ახალი თბილისის საუკეთესო ხედები და პანორამა. სასტუმრო უზრუნველყოფილია გათბობით, კონდიცირებით, მაღალი ხარისხის ინტერნეტით, ხანძარ საწინააღმდეგო უსაფრთხოებით, დაცვით,ინდივიდუალური სეიფებით,მინი–ბარებით და სატელიტური ტელევიზიის არხების უდიდესი არჩევანით. აქვე ფუნქციონირებს საბანკო ტერმინალი ყველა სახის პლასტიკური ბარათისთვის.
სასტუმროდან გაუსვლელად შესაძლებელია ავია,ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის ბილეთების დაჯავშნა,ტურისტული კრუიზების მოწყობა და ავტომობილების გაქირავება. ასევე აეროპორტში დახვედრა – გაცილება. ნომრის ფასი 60 USD – დან 140 USD-მდე (თანხაში იგულისხმება დილის საუზმე) ფასში შედის დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ). კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო პენტჰაუსში!

სასტუმრო ძველი თბილისი არის ბუტიკი სტილი, ბიზნესზე ორიენტირებული სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ისტორიული ქალაქის ნაწილიში, მდინარე მტკვრის პირას, გადაჰყურებს მთებს, უძველეს ეკლესიებს და ცნობილ ციხე ნარიყალას. . ჩვენ გვყავს 24 კომფორტული ოთახი, 24 საათის განმავლობაში ოთახის მომსახურება და უფასო Wi-Fi, საკონფერენციო დარბაზი 300 ადამიანი, ორი ოთახი ბიზნეს მოვლენები და ვერანდის ტიპის რესტორანი.საოცარი ხედი ძველი ქალაქის თვენს ყოფნას სასტუმროში ხდის დაუვიწყარს.

სასტუმრო ძველი თბილისი გთავაზობთ სამი ტიპის ოთახს, ერთ, ორ და სამ ადგილიანს. სასტუმროში სულ 24 ნომერია. თითქმის ყველა ოთახს აქვს საკუთარი აივანი თვალწარმტაცი პანორამით უძველესი ქალაქის. სასტუმროს ოთახები შექმნილია, რათა კლიენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ. თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ თქვენს ოთახი, ან ისარგებლობენ ვერანდის ბარით და ბაღებით. საფასურში შედის საუზმეც.

ძველი მეტეხი, ეს არის 3 ვარსკვლავიანი, ბიზნესზე ორიენტირებული სასტუმრო, რომელიც თბილისის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა განთავსებული.
სასტუმრო გადაჰყურებს მთებს, უძველეს ტაძრებსა და ცნობილ ციხე-სიმაგრე ნარიყალას.
მომაჯადოვებელი და დამამშვიდებელი ხედი სასტუმროში ყოფნის პერიოდს დაუვიწყარს ხდის.

ოთახები:
სასტუმროში 15 ოთახია:
- 7 ლუქსი;
- 2 აპარტამენტი
- 6 სტანდარტული ოთახი.
ბარები და რესტორნები:
სასტუმროს ბარი და და რესტორანი ღიაა 8 საათიდან შუაღამემდე . მენიუ შეიცავს ქართულ, რუსულ, აზიურ და ევროპულ კერძებს.
თქვენ აქ, ასევე, შეგიძლიათ მოისმინოთ მუსიკა ცოცხალი შესრულებით (კლასიკა, ჯაზი და რომანსი).

ჩვენ გეპატიჟებით საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ავლაბარში (ძველი კალო უბანი).

სასტუმრო ოთხსართულიანია და გააჩნია 32 ნომერი, მათ შორის 5 ლუქსია.

აქ შეგიქმნიან მშვიდ და კომფორტულ გარემოს.

თითოეული ნომერი აღჭურვილია:

კონდენცირებით,
ცხელი წყლის სისტემით,
კომფორტული აბაზანით.
მინი-ბარით,
საკაბელო ტელევიზიით,
შესაძლებლობა მოგეცემათ ისარგებლოთ ინტერნეტითა და ტელეფონით,

სასტუმროში ფუნქციონირებს:

ბილიარდი
საუნა
სატრენაჟორო დარბაზი და ბასეინი
კაფე-ბარი სადაც დაგიმზადებენ უგემრიელეს კერძებს როგორც ქართულ ასევე უცხოურსაც.

ნომრის მომსახურებაში შედის:

- საუზმე (8-11 საათამდე)
- ინტერნეტით სარგებლობა
- ტელევიზორი, საკაბელო არხებით
- 24 საათიანი ადმინისტრაცია
- 24 საათიანი დაცვა (ვიდეო კამერებით)
- ფაქსით სარგებლობა
- პიანინო
- საცურაო აუზი
- სატრენაჟორო დარბაზი
- საუნა

დამატებითი მომსახურება:

- ტელეფონზე საუბარი
- ექსკურსიები
- აეროპორტში დახვედრა
- სამრეცხაო
- სამკურნალო ტაილანდური მასაჟები
- 24 საათიანი მომსახურება ნომერში

ბარი:

ბარში შემოგთავაზებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ კერძებს, როგორც ეროვნულს ასევე უცხოურს.
ბარი მუშაობს: დილის 8-დან 11-მდე და საღამოს 6-დან 11-მდე.
შესაძლებელია ბიზნეს ლანჩის,სადილისა და ვახშმის მომზადებაც.
ასევე ბიზნეს შეხვედრების,კონფერენციების,ბრიფინგების მოწყობაც.

სასტუმრო “ზფ” გთავაზობთ აქციას: დაისვენეთ 5 ღამით სასტუმროში “ზფ” და მიიღეთ მეექვსე ღამე უფასოდ.

სასტუმრო “ზფ” მდებარეობს თბილისის ძველ, ისტორიულ უბანში, საიდანაც რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ თბილისის ცენტრალურ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, შარდენის და ერეკლე II ქუჩებზე, სადაც განლაგებულია ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები, მუზეუმები, რუსთაველის და ოპერის თეატრი, რესტორნები, კაფეები, გალერეები და ა.შ

სასტუმროდან იშლება ქალაქის ისტორიული ნაწილის მშვენიერი ხედი. სასტუმროს აივნიდან 13 ეკლესია მოსჩანს. საკმარისია 3 წუთი იმისათვის რომ მოხვდეთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ასევე მეჩეთსა და სინაგოგაში.

სასტუმროს მფლობელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და NBA-ს კლუბ “ატლანტა ჰოუქსის” წამყვანი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.

ჩვენთან გელით თბილი და მყუდრო, ოჯახური გარემო, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მიიღოთ მაქსიმალური განტვირთვა. დატკბეთ ულამაზესი ხედებით, დააგემოვნოთ უნიკალური ქართული ღვინოები და უგემრიელესი ქართული კერძები. სასტუმროს პერსონალისგან არ მოგაკლდებათ გულისხმიერება და ღიმილი.

თუ გსურთ განმარტოვდეთ, მოისვენოთ ქალაქთან ახლოს და ამავდროულად მშვიდ, მყუდრო გარემოში, ესტუმრეთ სასტუმროში განთავსებულ რესტორან “მარანს”, სადაც შესაძლებელია საუკეთესო ქართული ღვინოებისა და კერძების დაგემოვნება. თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი მზარეულები.

ჩვენთან არის საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის, ყველა საჭირო დამხმარე საშუალებებით. დარბაზში მუშაობა შესაძლებელია 50-80 კაცისთვის.

სასტუმროში დაცვა 24 საათიანია. სახანძრო უსაფრთხოებისთვის მიღებულია ყველა პრევენციული ზომა და საჭიროების შემთხვევაში არსებობს დამატებითი საევაკუაციო გასასვლელი.

აგრეთვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრანსპორტით მომსახურება; დახვედრა და გაცილება.

Page 2 of 212