კურორტები

Page 1 of 212

ნუნისის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ნუნისის და მისი სამკურნალო წყლის აღმოჩენა დავით აღმაშენებელს უკავშირდება. თქმულება მოგვითხრობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სიარულით დაღლილ ცხენები, რომელთაც კანი გადატყავებოდათ და წყლულები გასჩენოდათ ნუნისის წყალში ჩაწოლილან და სწრაფვე გამოჯანმრთელებულან.

ლეგენდას უკავშირდება ნუნისში დღემდე შემონახული ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ეკლესიის მშენებლობაც. ბრძოლიდან დაბრუნებულ თამარს ნუნისის მიდამოებში შეუსვენია, შემოგარენი მოსწონებია და მშვენიერ ადგილას ეკლესიის აგება უბრძანებია.

ნუნისიდან ორი-სამი კილომეტრის დაშორებით ნახავთ გამოქვაბულს, რომელსაც ერთ-ერთი თქმულება ნოეს კიდობანს უწოდებს. თქმულებაში მოთხრობილია, რომ ნოეს კიდობანი იყო გუმბათი და არა გემი. როდესაც წყლის დონეს აუწევია, გუმბათის ქვეშ, სადაც ახლა გამოქვაბულია, ჰაერი დარჩენილა და ნოეს რჩეულები გადაურჩენია.

ხალხური გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივ მოსახლეობას შეუმჩნევია, რომ შინაური ცხოველები მინერალური წყლის მეშვეობით მუნისაგან იკურნებოდნენ. მისი გამოყენება თავადაც უცდიათ. მცდელობას არაჩვეულებრივი შედეგი გამოუღია. ნუნისის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ მთელ საქართველოში გაუგიათ.

სოფელი ნუნისი და ნუნისის წყალი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, როგორც წყალი – მეტად საამო და მარგებელი.

ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლ-ძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, ამიტომ მთის ჰაერისა და ტბის წყლის სამკურნალო თვისებების უნიკალური ნაზავი გასაოცარ ეფექტს ახდებს დამსვენებელზე. ბაზალეთის ტბაზე ულამაზესია ყოველი განთიადი და დაისი. საინტერესოა ისიც, რომ აქ დასვენება წელიწადის ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი.

გრიგოლეთი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ. დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.
გრიგოლეთის ფიზიკურ–გეოგრაფიული მდებარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილი შავი ზღვის სიახლოვე, განაპირობებს ამ რაიონში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის არსებობას. აქ მზის ნათების ხანგრძლიობა წელიწადში საშუალოდ 1800–2000 საათია, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალია და 14° C

შეადგენს.
წარმოადგენს რა განლაგებითა და კლიმატური პირობებით საუკეთესო კურორტს, გრიგოლეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ქმნის ჭეშმარიტად საოცრება – მაგნიტური ქვიშა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და რომლითაც დაფარულია მთელი სანაპირო ზოლი გრიგოლეთიდან ურეკამდე.

 

ურეკი – საქართველოს შავიზღვისპირეთის ულამაზესი სანაპიროს უნიკალური კურორტი, განთქმულია საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.
კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსივობის მქონე მაგნიტური ველით. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.

დაბა–აბასთუმანი, მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.

IX-X საუკუნეებში მას “ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX საუკუნიდან — “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

საირმე – წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, სტეფანწმინდის რაიონში, ზღვის დონიდან1196 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 120 კმ-ში მდებარეობსსამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი მოთხილამურეთათვის და საერთოდდამსვენებელთათვის. მოთხილამურენი ეშვებიან მთა „კუდებიდან“ რომელიცზღვის დონიდან 3006 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მთა “საძელედან”,რომელიც 3270 მ. სიმაღლეზეა. ტრასა 16 კილომეტრიანია. სათხილამურო სეზონიდეკემბრის თვიდან აპრილამდეა. გუდაურში ზაფხულშიც კარგად დაისვენებდით.მდინარეებში უამრავი თევზია. მაშ წინ ზამთარია. ამბობენ წელს სეზონინოემბრიდან გაიხსნებაო.

ბაკურიანი მაღალმთიანი კურორტია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700მეტრზე ხშირ ფიჭვნარში. ქედები, რომლითაც გარშემორტყმულია კურორტი,იცავენ მას ქარისაგან.

აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი მოთხილამურეთავის. ფუნქციონირებს რამოდენიმე პროფესიონალური საერთაშორისო დონის სათხილამურო ტრასა. დამატებით გახსნილია სათხილამურო ტრასები დამწყები მოთხილამურეთათვის.მთელი წლის განმავლობაში კურორტი ბაკურიანი მასპინძლობს როგორც უცხოელ ტურისტებს ისე საქართველოს მოქალაქეებს და სჩუქნის დაუვიწყარ სასიამოვნო მოგონებებს აქ გატარებულ დროზე.

კლიმატი მაღალმთიანია, ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიოკონტინენტალურისკენ არის გარდამავალი. ზამთარი ყოველთვის ცივი, თოვლისსაფარით და ზაფხული გრილი, ზომიერად მშრალი.

გახსნილი ჰორიზონტი, სუფთა ჰაერი და მზე ხელს უწყობს ულტრაიისფერისხივების უხვად შემოდინებას. მიუხედავად ხშირი ღრუბლიანობისა და ნისლისა,მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში წარმოადგენს 1800 საათს.

აქ მშვენივრად გრძნობენ თავს და მალე ჯანმრთელდებიან ისეთი ავადმყოფები,რომელნიც დაავადებულები არიან სისხლნაკლებობით, ნევრასთენიით, სასუნთქისისტემის მოშლით, იმუნური სისტემის დაქვეითებით, წონაში იმატებენ ბავშვევიდა სისხლის შემადგენლობა უუმჯობესდებათ.

ძალიან მალე საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტებს შეემატება მესტიის სათხილამურო კომპლექსი, რომელიც ზემო სვანეთის სასტუმროების ცნობით,  დეკემბრისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას, მათივე განცხადებით. მოგვიანებით სვანეთში იგეგმება კიდევ ერთი პროფესიონალური სათხილამუროტრასის გახსნა სოფელ უშგულში.

სვანეთი მალე უმასპინძლებს ათასობით უცხოელ და ქართველ ტურისტს. ვნახოთ როგორ დააინტერესებს განახლებული სამთო კურორტი ბაკურიანს და გუდაურს შეჩვეულ საზოგადოებას.

ბორჯომი ჩვენი ქვეყნის უძველესი ბალნეოკლიმატური კურორტია. მინერალურმა წყაროებმა, სუფთა ჰაერმა, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის სურნელმა ბორჯომს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ბორჯომის რაიონს უჭირავს 83 ათასი ჰექტარი ფართობი, აქედან 60 ათასი დაფარულია ხშირი ტყით. ფლორის სიმდიდრეზე და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს ისიც, რომ აქ 500 მდე სხვადასხვა ჯიშის ხე ხარობს. ბორჯომში დაბალი მთის კლიმატია, ზომიერად ნოტიო, რბილი, მცირეთოვლიანი ზამთრით და რბილი, ნოტიო ზაფხულით.

ბორჯომს უხვად ეფინება მზის სხივები, რომლებიც ჯამრთელობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული.  მზისა და სინათლის ერთობლივი მოქმედება ქმნის შესანიშნავ პირობებს ზამთრის პერიოდის მკურნალობისთვის.

Page 1 of 212