სასტუმროები ბათუმში

Page 2 of 212

სასტუმრო „ბონი“- განლაგებულია ოთხსართულიან კომფორტულ შენობაში, ნომრები აღჭურვილია თანამგზავრული ანტენის მქონე ტელევიზორებით, ტელეფონებით, რითაც შგიძლიათ დაუკავშირდეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.

სასტუმროს პირველ სართულზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ევროპული ტიპის რესტორნით და კაფე-ბარით, სადაც შემოგთავაზებენ სასმელებისა და კოქტეილების ნაირსახეობას, გაგიმასპინძლდებიან ევროპული და ქართული კერძებით.

სასტუმროს გააჩნია საკონფერენციო დარბაზი 60 ადამიანზე.

სასტუმროში განთავსებულია საბილიარდე მაგიდა, საუნა, სამასაჟო კაბინეტი და საცურაო აუზი.

სამვარსკვლავიანი სასტუმრო “მარინა” 2006 წელს აშენდა. საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის – სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლიდან 50 მეტრის, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ-ის, ხოლო აეროპორტიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. სრული სერვისით უზრუნველყოფილი სასტუმრო, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კვალიფიციური მომსახურე პერსონალი,თქვენი საქმიანობისა და დასვენების საწინდარია.

სასტუმროში 53 ნომერია – 6 ერთსაწოლიანი, 43 – ორსაწოლიანი და 4 ლუქსი. ყველა ნომერი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს – თითოეულ ნომერი საშუალო ზომისაა, რომელშიც არის ტელევიზორი (საკაბელო), ტელეფონი, ინტერნეტი, მაცივარი, კონდიცირებისა და გათბობის სისტემა, ელექტრო და ტელეხელსაწყოები, სველი წერტილები ცხელი წყლით, ინდივიდუალური აივანი ზღვის ხედით.

ტურისტული ჯგუფებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი, ორჯერადი და სამჯერადი კვება (შეთანხმებით).

ნომრებში მომსახურება 24-საათიანია.
სასტუმროს გააჩნია ავტოსადგომი.

მომსახურების სახეები: მანქანა, გაღვიძება, სამრეცხაო,ოთახში საკვებით მომსახურება და მინიბარის სერვისი.
სასტუმროში მოქმედებს ღია და დახურული საჩოგბურთო კორტები, დიდი და პატარა ფეხბურთის სტადიონები, სპორტული მაღაზია, ფიტნეს-კლუბი, სოლარიუმი, საბილიარდო და სხვა.

კომფორტაბელური, მყუდრო, ოჯახური ტიპის სასტუმრო “ამირანი” მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მ. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, 50 მეტრის დაშორებით ზღვიდან, ბულვარსა და სამთავრობო დაწესებულებებისაგან. სასტუმრო განთავსებულია 3 სართულიან შენობაში, სადაც განლაგებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, მინი ეზო. სასტუმროში არის 8 ნომერი, აქედან 6 ლუქსის ტიპის და ორი ჩვეულებრივი. ყველა ნომერი აღჭურვილია აბაზანით, ტელევიზორით, ტელეფონითა და მინი-ბარებით. სასტუმროს ღირებულებაში შედის დილის საუზმე, ე.წ. “შვედური მაგიდა”, თქვენ აქ გელოდებათ უგემრიელესი, მრავალფეროვანი საუზმე შეჯერებული ქართული ტრადიციული და ევროპული კერძებით. მსურველს შეუძლია შეუვკეთოს 3-ჯერადი კვება, ასევე ნებისმიერი კერძი თუ ნამცხვარი. რესტორანი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში კერძებს მოგართმევენ ნომერშიც, რადგან ნომრების განლაგება და სიდიდე იძლევა საშუალებას მიირთვათ ნომერში და თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

სასტუმრო „ინტერნაციონალი XXI“ გახლავთ დელფინარიუმთან და ნურის ტბასთან ახლოს მდებარე 3 სართულიანი კომფორტული სასტუმრო, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის მომსახურებით, ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძებით და გამორჩეული ადგილმდებარეობით. სასტუმრო მდებარეობს ზ. გორგილაძის ქუჩის და ლერმონტოვის ქუჩის გადაკვეთაზე ქალაქის ცენტრში. ნურის ტბის შესასვლელთან. ზღვის სანაპიროდან 5 წუთის სავალზე. იქვეა ბათუმის ახალი ბულვარის ზოლი და ახლად აშენებული მრავალი გასართობი ობიექტი: რესტორნები, ბარები, კლუბები და ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები.

სასტუმროში განთავსებულია 10 სტანდარტული 2 ადგილიანი ოთახი. 7 ოთახი გაერთიანებული საწოლით, 3 ოთახი ცალკე საწოლებით, 1 ნახევრადლუქსი ოთახი , ამათგან 8 ოთახი არის აივნით.

ფასები სეზონზე 100 -150 ლარია დილის კვებით.ზამთრის ფასებია 60-80 დოლარი, დილის კვებით.

გვაქვს ოთახში საკვებით მომსახურება, მინიბარი, 24/24 სასტუმროს რესტორანი, სადაც შემოგთავაზებთ ქართულ-ევროპულ კერძებს. საკაბელო ტელეარხები, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი. კავშირი ადმინისტრაციასთან. დამატებით ფასიან მომსახურებაში შედის ვეტმფრენებით და მინი თვითმფრინავებით გაფრენა და მოგზაურობა აჭარაში, მფრინავი ბურთით გასეირნება, „დაივინგი“ (მოგზაურობა წყალქვეშ), თევზაობა, ნადირობა, ველოსიპედების გაქირავება, ექსკურსიები და ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროში „ინტერნაციონალი XXI“

ბათუმში, ქალაქის ცენტრთან და ზღვასთან ახლოს ახალი ბიზნეს-კლასის საოჯახო სასტურო გაიხსნა.
სასტუმროში შექმნილია ყველა პირობა სასიამოვნო დასვენების,
საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის.
სასტუმროში 6 ნომერია:
2 ლუქსი(2+1)
1 ნახევრადლუქსი
3 სტანდარტული
ნომრებში სტუმართა განკარგულებაშია:
კონდინციონერი, მინიბარი, მაცივარი, ინდივიდუალური სველი წერტილები,
ცხელი და ცივი წყალი24/24, საკაბელო ტელევიზია.

კვება: საუზმე(შედის ღირებულებაში), სადილი შეკვეთის მიხედვით.
სასტუმროში ასევეა ბარი და ჰოლი
სასტუმრო მსურველებს სთავაზობს საექსკურსიო
მომსახურებებს შეკვეთის მიხედვით

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.
სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.

სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე ევროპულ კერძებს.

გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს, სასტუმროში არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.

სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით, თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.

სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეერ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.

სასტუმრო “მარანი” მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზღვიდან ფეხით 15 წუთის სავალზე. სასტუმროს მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ქალაქის ყველა ღირშესანიშნავი ადგილები.
მარანი ბათუმში არის ერთ-ერთი ქართული ტრადიციული სასტუმრო, სადაც ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინოები და თავი იგრძნონ სრულ კომფორტში. მოგემსახურებათ თბილი და ყურადღებიანი პერსონალი.
სასტუმრო „მარანი“ 4 სართულიანია. სასტუმროში განთავსებულია 17 ოთახი. 3 ლუქსი, 4 ნახევრად ლუქსი, დანარჩენი კი სტანდარტული ოთახები. ოთახები აღჭურვილია კონდიციონერით, ტელევიზორით, კომფორტული ავეჯით, ინტერნეტ ქსელით და სველი წერტილებით. მუშაობს ბარი და პატარა რესტორანი სადაც ჩვენი მზარეული მოგიმზადებთ უგემრიელეს საერთაშორისო კერძებს. სასტუმრო „მარანი“ იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის აგრეთვე ახლად დაქორწინებულთათვის.

Page 2 of 212